ტანძიის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანის შესწავლა მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული საზეიმო გაკვეთილით დაიწყეს
20-10-2022
დაკოპირებულია
-
+
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საბა დადვანის სახელობის სოფელ ტანძიის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანის შესწავლა საზეიმოდ დაიწყეს.
მასწავლებელმა მოსწავლეებს ეს დღე დაუვიწყარ ზეიმად უქცია და საინტერესო აქტივობები შესთავაზა. გარდა ამისა, პედაგოგი პატარებს დედაენისა და იაკობ გოგებაშვილის შესახებ ესაუბრა. შემდეგ კი მოსწავლეებმა ანბანის შესწავლა მონდომებით დაიწყეს. საკლასო ოთახი სხვადასხვა დეკორაციითა და ბუშტებით იყო მორთული.
პირველკლასელები გაკვეთილის მიმდინარეობაში დიდი ინტერესით ჩაერთნენ, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
მასწავლებელსა და მოსწავლეებს სასკოლო საზოგადოება ანბანის სწავლაში წარმატებებს უსურვებს
„პირველკლასელები ნინო მასწავლებელმა „აი იას ფერადი ზეიმით" გაახარა. ათასფერა ყვავილით მორთული, ყველასთვის ძვირფასი, ახლობელი, სასიამოვნო დასაწყისთან გაიგივებული პირველი ორი სიტყვა „აი“, ია" და პირველი ულამაზესი წინადადება - „აი ია", თავმომწონედ ყელყელაობდა პირველ კლასში და პატარებს გულებს და მზერას უთბობდა. პატარებმა,ნინო მასწავლებელთან ერთად, კიდევ ერთხელ, სათითაოდ, გადააყოლეს თითები უწიგნესი ,,დედა ენის“ ჯადოსნურ აი იას, კედელზე გაკრულ დიდ ნახატზეც მიეფერნენ მას... ტკბილითაც ჩაიტკბარუნეს პირი და ბევრი ლამაზი ფოტოც შემატეს შეუდარებელი ბავშვობის ალბომს. პირველი კლასის სიფერადეებით ჩვენც გავიხალისეთ შემოდგომის ერთი ვერაფერად მზიანი დღე“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.