მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელშეწყობა.
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მიხედვით, აკრძალულია მუნიციპალიტეტის მართვაში არსებულ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებებში სასწავლო-აღმზრდელობითი მომსახურებისა და კვებითი მომსახურებისათვის გადასახადის, ტარიფის ან სხვა საფასურის შემოღება.
შესაბამისად, მუნიციპალიტეტი ვალდებულია გამოყოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის საჭირო ფინანსები. დღეის მდგომარეობით ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს 13 სრული საბავშვო ბაღი და 3 ალტერნატიული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, სადაც სააღმზრდელო პროცესს გადის 1100 -ზე მეტი ბავშვი. საბავშვო ბაღებში ჯამში დასაქმებულია 253 ადამიანი.
„ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები სააღმზრდელო პროცესის წარმართვისათვის უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი პირობებით, მათ შორის: სააღმზრდელო დაწესებულებებში დაცული იქნება სახელმწიფოს მიერ დადგენილი სტანდარტების უმეტესობა, დაცული იქნება სანიტარული და ჰიგიენური, კვების ორგანიზებისა და კვების რაციონის ნორმები; სააღმზრდელო დაწესებულებებში და ა(ა)იპ - საბავშვო ბაღების გაერთიანებაში დასაქმებული ადმინისტრაციული და სააღმზრდელო პერსონალი უზრუნველყოფილი იქნება სამუშაო პირობებით. მუნიციპალიტეტში არსებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მომსახურებით წლის გამავლობაში ისარგებლებს მუნიციპალიტეტში მცხოვრები 1161 ბავშვი, ქ. ახალქალაქიდან და 31 სოფლიდან. ასევე, საბავშვო ბაღების მოსწავლეები უზრუნველოფილნი იქნებიან ტრანსპორტით“, - აღნიშნულია დოკუმენტში.20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
9 ახალი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის - საკანონმდებლო წინადადება პარლამენტს წარედგინა
ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
„ოკუპირებული გალში მცხოვრებ პედაგოგებს და მოსწავლეებს ეკრძალებათ ურთიერთობა ქართულ საგანმანათლებლო სივრცესთან“ - ომბუდსმენი
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
მოსწავლეებმა სკოლის ეზოში დარგეს ნარგავები
პროექტს ხელმძღვანელობდნენ ბილინგვური განათლების სპეციალისტები – აიტან გიზბასოვა, აფსანა ხალილოვა და გუნაი ქე რენზადე