მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სახელმძღვანელოს ხარისხთან დაკავშირებულ გამოწვევებს შორის სახელდება მეთოდოლოგიური და შინაარსობრივი საკითხები, ასევე, ტექნიკური ხარვეზები - აღნიშნულია პარლამენტის მიერ ჩატარებული სასკოლო რესურსების ეფექტურობის მოკვლევის ანგარიშში.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, მეთოდოლოგიური შენიშვნები ეხება სახელმძღვანელოში საკითხების დაფარვის თანმიმდევრულობას და თემატურ კავშირებს, სირთულეს (ისტორიის წყაროებზე დაფუძნებული სწავლება და გრამატიკის ინტეგრირებული სწავლება), სავარჯიშოების ნაკლებობას (მათემატიკა და ენები). მეთოდოლოგიური საკითხების ირგვლივ წამოჭრილი საკითხები უკავშირდება როგორც სახელმძღვანელოების ხარისხს, ასევე, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის გამოწვევებს და, ზოგადად, სწავლა-სწავლების ზოგიერთი თანამედროვე მიდგომის სწორად გააზრებასა და პრაქტიკაში დანერგვას. შინაარსობრივ საკითხებში მასწავლებლები ასახელებენ ლიტერატურული ნაწარმოებების შერჩევის კრიტერიუმებს, უმცირესობათა რეპრეზენტაციას, გენდერულ თანასწორობას და სხვა. სახელმძღვანელოების ნაწილებად დაყოფას პოზიტიურად აფასებენ, თუმცა აწუხებთ სახელმძღვანელოების არასაკმარისი გამძლეობა იმ პირობებში, როცა მეორადი წიგნი რამდენიმე წლის განმავლობაში რჩება გამოყენებაში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სკოლებისთვის სახელმძღვანელოების მიწოდების პარალელურად, კონტრაქტორი კომპანია ყოველ ჯერზე წარუდგენს სამინისტროს კვალიფიციური ექსპერტის შესაბამის დასკვნას სახელმძღვანელოების ხარისხთან დაკავშირებით.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
9 ახალი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის - საკანონმდებლო წინადადება პარლამენტს წარედგინა
ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
„ოკუპირებული გალში მცხოვრებ პედაგოგებს და მოსწავლეებს ეკრძალებათ ურთიერთობა ქართულ საგანმანათლებლო სივრცესთან“ - ომბუდსმენი
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
მოსწავლეებმა სკოლის ეზოში დარგეს ნარგავები
პროექტს ხელმძღვანელობდნენ ბილინგვური განათლების სპეციალისტები – აიტან გიზბასოვა, აფსანა ხალილოვა და გუნაი ქე რენზადე