„ეტალონმა“ სრულიად საქართველო გააერთიანა“ - „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ ოკუპირებული გალის სკოლიდანაა
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გრძელდება. ამჯერად „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროში გამართულ ღონისძიებას აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ბესო ოდიშარია, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს განთლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის უფროსი ნინო ლობჟანიძე, გალის რესურსცენტრის უფროსი ნონა შონია, სკოლის დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.
„აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლის“ ტიტულს დაეუფლა აფხაზეთის ა/რ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ერთ-ერთი საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე. Etaloni.ge მის სახელსა და გვარს, ასევე სკოლას, სადაც „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ სწავლობს, მისივე თხოვნით არ ასაჯაროვებს.
„აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ მადლობას უხდის პროექტს მოცემული შანსისა და დაუვიწყარი ემოციისთვის:
„უბედნიერესი ვარ, ჩემთვის დიდი წარმატება და გამოცდილებაა ამ გრანდიოზულ პროექტში გამარჯვება. მადლობა „ეტალონს“, ჩემს ოჯახსა და მასწავლებლებს. მიყვარხარ და მეიმედები საქართველო.“
აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია აღნიშნავს, რომ პროექტი მოსწავლეებში სახელმწიფოებრივი აზროვნების ჩამოყალიბებასა და განათლების წახალისებას ემსახურება. ვახტანგ ყოლბაია ხაზს უსვამს „ეტალონში“ ოკუპირებული გალის მოსწავლეების წარმატებას:
„ეტალონი“ გრანდიოზული, მართლაც ეროვნულ-საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც ჩვენი ბავშვების ინტეგრაციას, მათში სახელმწიფოებრივი აზროვნების ჩამოყალიბებასა და განათლების წახალისებას ემსახურება. მნიშვნელოვანია „ეტალონში“ მოსწავლეების მონაწილეობა და წარმატება ოკუპირებული გალიდან. დასაფასებელია სკოლებისა და მასწავლებლების ეფექტური მუშაობა, ბავშვების გარჯა და „ეტალონის“ დაუღალავი შრომა მომავალი თაობისა და ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის. მადლობა გოჩა ტყეშელაშვილსა და „ეტალონის“ შემოქმედებით ჯგუფს.“
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია მადლობას უხდის გოჩა ტყეშელაშვილსა და „ეტალონს“ ეროვნული საქმის მსახურებისთვის:
„აღდგომის დღესასწაულის ამ ბრწყინვალე დღეებს „ეტალონის“ ემოციური ტური დაერთო და ჩვენში წარუშლელი ბენდიერება და სიამაყის გრძნობა გააღვივა. პროექტი რომ ეროვნული მნიშვნელობისაა, ეს მრავალმა წელმა გამოსცადა. ეს დღეც ოქროს ასოებით ჩაიწერება „ეტალონის“ ისტორიაში. ოკუპირებულ აფხაზეთში ჩვენი ნიჭიერი ახალგაზრდობა ცხოვრობს, რომელთა იმედიც უნდა ჰქონდეს საქართველოს. მადლობა ამ ეროვნულობისა და ერთიანობისთვის გოჩა ტყეშელაშვილსა და პროექტს“.
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილის, ბესო ოდიშარიას თქმით, ინტელექტ-ჩემპიონატმა სრულიად საქართველო ეროვნული თვითშეგნების გარშემო გააერთიანა:
„ეტალონი“ ჭეშმარიტად ეროვნული პროექტია. მან სრულიად საქართველო მოიცვა და ეროვნული თითშეგნებისა და ცოდნის ირგვლივ გააერთიანა. პროექტი მოსწავლეების ჭეშმარიტი ფასეულობებითა და სულისკვეთებით აღზრდას ემსახურება, ასეთი ახალგაზრდობაა ძლიერი ქვეყნის მომავალი.“
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს განთლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის უფროსი ნინო ლობჟანიძე ეროვნულ-საგანმანათლებლო პროექტ „ეტალონს“ მეტ წინსვლასა და წარმატებას უსურვებს:
„ეტალონი“ ერის მომავალს სჭირდება და კიდევ დიდხანს უნდა იყოს მეტი წარმატებით. პროექტი ხელს უწყობს მთელი საქართველოს ახალგაზრდობის ინტელექტუალური პოტენციალის წარმოჩენა-წახალისებას. ვისურვებდით, „ეტალონის“ სატელევიზიო სივრცეში დაბრუნებას, რათა მთელმა ქვეყანამ იხილოს და განიცადოს ცოდნისა და ერთობის დღესასწაული.“
გალის რესურსცენტრის უფროსი ნონა შონია მოხარულია „ეტალონში“ მოსწავლეების მაღალი ჩართულობითა და შედეგებით:
„ეროვნულ-საგანმანათლებლო პროექტმა საკუთარი მნიშვნელობა და საჭიროება დიდი ხანია, დაამტკიცა. მიხარია, რომ „ეტალონში“ გალის სკოლები აქტიურად და წარამტებით მონაწილეობენ. აღსანიშნავია, რომ ინტელექტ-ჩემპიონატში გამარჯვება სწორედ ოკუპირებული გალის სკოლის მოსწავლემ მოიპოვა, მისი წარმატება არა მხოლოდ თავისი ოჯახისა და სკოლის, არამედ აფხაზეთისა და სრულიად საქართველოს გამარჯვებაა.“
„აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება. „ეტალონი“ 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“. ფოტოების სრულად სანახავად, იხილეთ
ბმული