„ცხოვრების ჯანსაღი წესი და ძველი სამხედრო-სპორტული თამაშობები“- შემეცნებითი პროექტი ეწერის საჯარო სკოლაში
21-10-2022
დაკოპირებულია
-
+
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ეწერის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
ამჯერად, სკოლაში საინტერესო პროექტი - „ცხოვრების ჯანსაღი წესი და ძველი სამხედრო - სპორტული თამაშობები...“ განხორციელდა.
პროექტის ხელმძღვანელები სპორტის მასწავლებელი ბადრი ჯინჯოლავა, ბიოლოგიის პედაგოგი ვალერიან ფიფია და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მთვარისა ფიფია გახლდათ.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს თემაზე - „ჯანსაღი ცხოვრების წესი ძველად“ პედაგოგი ვალერიან ფიფია ესაუბრათ. ბადრი ჯინჯოლავამ მოსწავლეებს შემდეგ თემაზე - „სამხედრო - სპორტული თამაშობები ძველად, მათი დანიშნულება, დღემდე შემორჩენილი თამაშობები, მათი იმპროვიზაციები“ მიაწოდა ცნობებ. ხოლო, მთვარისა ფიფიამ ბავშვებთან ისტორიულ წყაროებში და ლიტერატურულ ტექსტებში დაცული ცნობების შესახებ ისაუბრა.
საუბრები კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
მოსწავლეებმა გაიხსენეს კინო ფილმები, სადაც ნაჩვენებია: ჯირითი, ყაბახი, ლელო და დოღი. საუბარი შეეხო ასევე სოფელში დაცულ ტრადიციებს „მარულასთან“ დაკავშირებით.
პროექტის ფარგლებში ასევე განხორციელდება სამხედრო - სპორტული თამაშობების იმპროვიზაცია.