TOP ნიუსი
სიახლეები
სკოლები

სასწავლო რესურსი და გაკვეთილის რეფლექსია - იხილეთ მაგალითი
12-04-2018
-
+


„სასწავლო რესურსების მრავალფეროვნება საინტერესოს ხდის სასწავლო პროცესს და გაკვეთილი ადვილად აღქმადი ხდება. სასწავლო რესურსების მომზადება რთული არ არის, მთავარია მონდომება და მოსწავლეთა ჩართვა ამ პროცესში,“ - აღნიშნავს ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის ბიოლოგიის უფროსი მასწავლებელი მანანა ლემსაძე. 

გთავაზობთ მანანა ლემსაძის მიერ მომზადებულ სასწავლო რესურსს.

სასწავლო რესურსი - „ადამიანის ორგანოთა სისტემების სქემატური გამოსახვა“

ინსტრუქცია 

    სასწავლო რესურსი მოიცავს ფლიპჩარტზე ფერადი მარკერებით დახატულ ადამიანის ორგანოთა სისტემების მონახაზს. ფლიპჩარტებს ვაკრავ მაგნიტურ დაფაზე და ფერადი მაგნიტების მოძრაობით მოსწავლეები სწავლობენ და აჩვენებენ ადამიანის ორგანოთა სისტემების მოქმედების პრინციპს. რესურსი გამოიყენება მერვე და მეათე კლასებში. ამ სასწავლო რესურსით მუშაობა გაკვეთილებზე გადის შემდეგ სტანდარტზე:

   ესგ სტანდარტი- ბიოლ.VIII.5. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ადამიანის ორგანიზმის ანატომიური და ფიზიოლოგიური თავისებურებები;

     ბიოლ.VIII.8. მოსწავლეს შეუძლია აღწეროს ადამიანის გამრავლების სისტემის თავისებურებები

     ქმნის და იყენებს ორგანოთა სისტემების სქემას მათი მოქმედების პრინციპის სადემონსტრაციოდ და აკავშირებს ფიზიკურ მოვლენებთან (გული-ტუმბო, თირკმელი-ფილტრი).

     სქემატურად გამოსახავს გარემოს და ორგანოთა სისტემებს შორის ნივთიერებათა (აირები, წყალი, საკვები, ცხოველქმედების პროდუქტები) მიმოცვლას და მსჯელობს მის მნიშვნელობაზე.

     აკავშირებს ცალკეულ ორგანოს შესაბამის ორგანოთა სისტემასთან და ასახელებს მის ძირითად ფუნქციებს.

      ბიოლ.X.7. მოსწავლეს შეუძლია დაასაბუთოს კვების და მონელების მნიშვნელობა ორგანიზმის ზრდა-განვიტარებისთვის და ენერგიით უზრუნველსაყოფად;

     ბიოლ.X.9.მოსწავლეს შეუძლია დაასაბუთოს სატრანსპორტო სისტემის მნიშვნელობა ორგანიზმისთვის;

     ბიოლ.X.10. მოსწავლეს შეუძლია დაასაბუთოს გამომყოფი სისტემის მნიშვნელობა შინაგანი გარემოს მუდმივობის შენარჩუნებისთვის.

   სუნთქვის სისტემა-მაგნიტურ დაფაზე ვაკრავ ფლიპჩარტზე დახატულ სუნთქვის ორგანოთა სისტემას, პირობითად ვიღებთ ორი ფერის მაგნიტს: წითლები არის ჟანგბადი, ლურჯები-ნახშირორჟანგი. მოსწავლეები აჩვენებენ გაზების გადაადგილების გზას მაგნიტების საშუალებით. მოსწავლეებმა განსაკუთრებით კარგად გაიაზრეს გაზთა ცვლა ფილტვებში, რადგან მაგნიტების ადგილების გაცვლით დაინახეს, როგორ ცვლიან აირები ადგილს დიფუზიის გზით.

   სისხლის მიმოქცევის სისტემა-ვენური სისხლი პირობითად არის ლურჯი მაგნიტი, არტერიული-წითელი მაგნიტი, მოსწავლეები მაგნიტების საშუალებით აჩვენებენ სისხლის მოძრაობას გულიდან ორგანოებისკენ და ორგანოებიდან გულისკენ და კარგად იმახსოვრებენ სისხლის მიმოქცევის დიდ და მცირე წრეებს.

      თირკმლები, შარდგამომყოფი სისტემა- ფლიპჩარტზე დახატულია შარდგამომყოფი სისტემის ორგანოები, ერთ თირკმელში პირობითად ერთი ნეფრონია დატანილი, რათა მოსწავლეებმა კარგად გაიაზრონ შარდის წარმოქმნის მექანიზმი და ნეფრონის სტრუქტურა. მოსწავლეები ამოიცნობენთირკმლის კაპილარულ გორგალს, კლაკნილ მილაკს, საშარდე მილაკს, თირკმლის მენჯს, შარდსაწვეთებს და შარდის ბუშტს, მაგნიტების საშუალებით აჩვენებენ შარდის წარმოქმნის და გადაადგილების პროცესს ნეფრონში და საშარდე სისტემაში, მსჯელობენ პირველადი და მეორადი შარდის წარმოქმნის და გარდაქმნის ბიოლოგიური როლის შესახებ. ამ რესურსის საშუალებით შესაძლებელია საშარდე გზების აღმავალი ინფექციების გაცნობა მაგნიტის საშუალებით.

   საჭმლის მომნელებელი სისტემა-ამ რესურსის საშუალებით მოსწავლეები ეცნობიან და მაგნიტის საშუალებით თანმიმდევრულად აჩვენებენ საკვების გადაადგილების გზას პირის ღრუდან სწორ ნაწლავამდე, თან საუბრობენ მომნელებელი სისტემის თითოეული ორგანოს ფუნქციაზე.

   სმენის ორგანო-დაფაზე გაკვრის შემდეგ მოსწავლეები მაგნიტის საშუალებით აჩვენებენ ბგერის გადაადგილების გზას გარეთა, შუა და შიგნითა ყურში და მსჯელობენ თითოეული მათგანის მნიშვნელობაზე  ბგერითი რხევების წარმოქმნისათვის.

რეფლექსია

     სასწავლო რესურსი ,,ადამიანის ორგანოთა სისტემების სქემატური გამოსახვა’’ წარმოადგენს ფლიპჩარტზე ფერადი მარკერებით დახატულ ადამიანის ორგანოთა სისტემების სქემებს. იდეა წამოვიდა ერთერთი გაკვეთილიდან, როცა მოსწავლეებმა ჯფუფებში ფლიპჩარტებზე გააკეთეს პრეზენტაციები ,,სისხლის მიმოქცევის სისტემა“. პრეზენტაციები ვიზუალურად ძალიან ეფექტური გამოვიდა და თან კარგად დაიმახსოვრეს სისხლის მიმოქცევის დიდი და მცირე წრეები.

     რესურსის შექმნის ავტორები მეათეკლასელები არიან, რესურსების დამზადებას დიდი ძალისხმევა არ დაჭირვებია, რადგან კლასში არიან ხელოვანი ბავშვები, რომლებიც კარგად ხატავენ. ჯგუფური მუშაობის პროცესში შექმნეს ადამიანის ორგანოთა სისტემების მონახაზი ფლიპჩარტებზე, მარკერებით გააფერადეს, საუკეთესოები შევარჩიე და შევინახე. შეიძლებოდა ალექსანდროვის ფურცლები ამეღო, გამძლეა და მყარი, მაგრამ ფლიპჩარტები უფრო თხელია, მაგნიტურ დაფაზე მიკვრის შემდეგ მასზე კარგად მოძრაობს მაგნიტები. თუმცა მოვლით ეს რესურსი რამდენიმე წელს გაძლებს.

     გაკვეთილებზე რესურსმა მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართულობა უზრუნველყო, ყველა მოსწავლემ (მერვე და მეათე კლასები) გამოთქვა სურვილი აქტივობაში-ადამიანის ორგანოთა სისტემების სქემატური გამოსახვა- ჩართვისთვის, მათ შორის სსსმ მოსწავლეებმა, მათთვის არ გამიმარტივებია რესურსი, იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, რომ რამდენჯერმე გამეორებით უკეთ და ადვილად დაიმახსოვრეს ორგანოები, მათი ფუნქციები. ეს არის სწავლა კეთებით, რომელმაც ინტერაქტიური მოსწავლეებიც ყურადღების ცენტრში მოაქცია.

     მივაღწიე სასწავლო მიზანს, მოსწავლეებმა ისწავლეს ორგანოების ამოცნობა და საკუთარი ანატომიური აგებულება, რასაც ზეპირი ახსნით ან ილუსტრაციაზე ჩვენებით  ნაკლებად შეძლებდნენ. რა თქმა უნდა დამატებით რესურსად ვიყენებ ადამიანის ორგანოთა სისტემების მოდელებს და ფერად ილუსტრაციებს.

    რესურსი (ყურის აგებულება, მომნელებელი სისტემა, სუნთქვის სისტემა) გამოიყენეს დაწყებითი კლასების და ინგლისური ენის პედაგოგებმაც.

   რესურსი ხელს უწყობს მოსწავლეებში შემოქმედებითი, სწავლის უნარების, წიგნიერების განვითარებას.

 იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

რის მიხედვით ცხადდება ვარიანტი რთულად?

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

სახელმწიფომ 205 000 ლარი გამოყო მაგისტრების დასაფინანსებლად - დეტალები

ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ყველა ტესტი საგნების მიხედვით - დეტალები

პიროვნება
სკოლები

სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი

ახალქალაქის ცენტრალურ პარკში კონკურსის ფინალური ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

კვლევაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები და დირექცია

მოსწავლეებმა შეისწავლეს სამხედრო დისციპლინები - ტოპოგრაფია და სამხედრო ნავიგაცია

საინტერესო

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



სიახლეები
საზოგადოება