წყალტუბოს N1 სკოლის მე-10 კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილი გენდერული თანასწორობის საკითხებს მიეძღვნა
21-10-2022
დაკოპირებულია
-
+
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ყოველთვის საინტერესო და მნიშვნელოვან პროექტებს სთავაზობენ, რომლებიც ბავშვებს სხვადასხვა საკითხებში ცნობიერებას უმაღლებს.
მიმდინარე სასწავლო წელს სკოლა პროექტში - „გენდერული პასუხისმგებლობის მქონე სწავლება თანაბარი განათლების შესაძლებლობისთვის“ ჩაერთო, რომელიც სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობების ცენტრის ფარგლებში ხორციელდება.
პროექტის ფარგლებში მე-10ა კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილი ჩატარდა. მოსწავლეების საგნის პედაგოგი დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე გახლავთ, ხოლო კლასის ხელმძღვანელი ინგა არაბიძე.
მოსწავლეებმა დისკუსიის ფორმატში გენდერსა და გენდერულ სტერეოტიპებზე ისაუბრეს. ასევე, ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიერ მიღებული კანონმდებლობები განიხილეს.
„გენდერული საკითხები, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობაზე გადის, ეს ცხადჰყო მოსწავლეთა პრეზენტაციებმა. მათ აგრეთვე საინტერესოდ ისაუბრეს ქალებზე, რომლებმაც მსოფლიო შეცვალეს.
გაკვეთილი პრაქტიკული სავარჯიშოებით იქნა წარმართული, ხოლო დასასრულს საინტერესო და ანგარიშგასაწევი გზავნილები გაუგზავნეს მსოფლიოს“, - აღნიშნავენ სკოლაში.