მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ წიწკანაანთსერის საჯარო სკოლის პედაგოგი ეკატერინე ავაზაშვილი მწერალთა კავშირის წევრი გახდა.
მან სამწერლობო კარიერა აღეული წლების წინ დაწიყო და პირველი ნამუშევარი ყვარლის თეატრის დაარსების ისტორიას მიუძღვნა.
გარდა ამისა ეკატერინე ავაზაშვილი წარმატებული, განვითარებასა და შედეგზე ორიენტირებული პედაგოგია, რომელიც მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებაზე აქტიურად ზრუნავს. ის უფროსი მასწავლებელია და აქტიურად ემზადება წამყვანის სტატუსის მოსაპოვებლად.
სკოლაში მისი მიღწევით ამაყობენ და კარიერულ წინსვლას უსურვებენ.
„ეკატერინე ავაზაშვილის სამწერლო კარიერა ათეული წლების წინ დაიწყო, როდესაც ის გაზეთ „ილიას გზის“ კორესპონდენტი გახდა. ქალბატონი ეკა თავის სტატიებში განიხილავდა ყვარლისა და ყვარლელებისათვის მტკივნეულ თემებს.
წლების შემდეგ ეკატერინე ავაზაშვილმა ძალები მოსინჯა მწერლობაში და პირველი ნამუშევარი მიუძღვნა ყვარლის თეატრის დაარსების ისტორიას. მან მოიძია წლების წინ მივიწყებული ამბები და წიგნი მიუძღვნა ყვარლის თეატრის დასსა და მის ღვაწლმოსილ წარმომადგენლებს.
მას შემდეგ ქალბატონი ეკატერინე აქტიურად წერს მოთხრობებს. როგორც მისი ერთგული მკითხველი ამბობს ის თავის ნამუშევრებში „მკითხველის გემოვნებას აფაქიზებს და აფიქრებს სულიერ ღირებულებებზე“.
ამასთან ერთად, ეკატერინე ავაზაშვილი ხელსაქმის დიდოსტატიც არის. ის არაჩვეულებრივად ქარგავს და ულამაზეს ნამუშევრებს ქმნის ალმასებით“,-გვიყვებიან სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა