რა გადაცდომები არ ეპატიებათ მოსწავლეებს? - განსაზღვრულია წესები, რომელიც მოზარდებმა სკოლაში უნდა დაიცვან
29-10-2022
დაკოპირებულია
-
+
მოსწავლის მიერ ქცევის ნორმების დარღვევა დისციპლინური დევნის დაწყებას იწვევს, წერია დოკუმენტში, რომელშიც მოსწავლეთათვის აუცილებლად შესასრულებელი წესებია ჩამოთვლილი.
რა იგულისხმება დისციპლინურ გადაცდომაში? კონკრეტულად რა ქმედების გამო შეიძლება მოსწავლისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება?
ოფიციალური განმარტებით, დისციპლინური გადაცდომა სკოლის შინაგანაწესით განსაზღვრული წესების დარღვევაა, დისციპლინური დევნა კი სკოლის მიერ ჩატარებულ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელთა მიზანია მოსწავლის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის გამოვლენა.
მოსწავლისთვის დისციპლინური დევნის დაწყების საფუძველი შეიძლება გახდეს:
გაკვეთილზე დაგვიანება;
სასკოლო ნივთების არ ქონა;
მოსწავლის მიერ საკუთარი აზრის უხეშად გამოხატვა (როდესაც ილახება სხვა პირის უფლებები);
მოსწავლის მიერ ტელეფონის ან სხვა ტექნიკურ საშუალებების სასწავლო პროცესის დროს, არასასწავლო მიზნით გაგმოყენება;
მასწავლებლისთვის ხელის შეშლა;
სხვა მოსწავლის ინტელექტუალური საქმიანობის შედეგად შექმნილი პროდუქტის მითვისება;
რელიგიური და პოლიტიკური პროპაგანდა;
დირექტორის, მასწავლებლის, სკოლაში დასაქმებული სხვა პირისა და მანდატურის კანონიერი მითითებების დაუმორჩილებლობა;
მოსწავლეებისა და სკოლის კუთვნილი ნივთის დაზიანება;
სკოლის ტერიტორიის დაბინძურება;
სკოლაში აკრძალული ნივთებით გამოცხადება, მაგალითად, როგოგორიცაა: თამბაქოს ნაწარმი; ყველანაირი სახის იარაღი ან ისეთი ბასრი ნივთები, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იყოს იარაღად; სანთებელა ან ასანთი; ალკოჰოლური საშუალებები; ტექნიკური საშუალებები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს; ძვირადღირებული ნივთები ან დიდი ოდენობის ფული; აზარტული თამაშის საშუალებები; უხამსობის ამსახველი ნივთები; ნარკოტიკული საშუალებები; ასაფეთქებელი და მომწამლავი ნივთიერებები; ფსიქოტროპული საშუალებები, ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე;
მოსწავლეებზე ძალადობა, მუქარა, ცილისწამება, დამცინავი განცხადებები ან რაიმე სახის შეურაცხყოფა;
სკოლისთვის შეუსაბამო სამოსითა და აქსესუარებით გამოცხადება;
კანონის თანახმად, მოსწავლის მიერ ქცევის კოდექსით განსაზღვრული ნორმების დარღვევა იწვევს დისციპლინური დევნის დაწყებას „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.