სიახლეები
სკოლები

„სასკოლო გარემო უნდა იყოს ურთიერთპატივისცემასა და სიყვარულზე დამყარებული“- ციალა მახარაძე, ბუკისციხის საჯარო სკოლის დირექტორი
24-10-2022
-
+


საქართველოს სკოლებში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. ის, რასაკვირველია, საინტერესო აქტივიბებითა და ახალი გამოწვევებითაა დატვირთული. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკისციხის საჯარო სკოლა განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეებს წარმატებით უწყობს ფეხს, ამიტომ მისი დირექტორის, ციალა მახარაძის კომპეტენტური აზრი სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე განსაკუთრებით საინტერესოა. ჩვენ მას მივმართეთ და გავიგეთ, თუ რას ფიქრობს დაწყებით კლასებში საგნობრივ სწავლებაზე, დირექტორის ახალ სტანდარტზე, რას ნიშნავს მისთვის სასკოლო გარემო და ა.შ. 

- რას ფიქრობთ დაწყებით კლასებში საგნობრივ სწავლებაზე ? თუ არის აღნიშნული მეთოდი თქვენ სკოლაში დანერგილი ? რა დადებით და უარყოფით  მხარეებს ხედავთ სწავლების ამ მიდგომაში ?

- დაწყებით კლასებში საგნობრივი სწავლების მიმართ დადებითი დამოკიდებულება მაქვს. აღნიშნული მეთოდი ჩვენს სკოლაში დანერგილია. ვფიქრობ, ყველა საგანი უნდა ასწავლოს შესაბამისი კომპეტენციის პედაგოგმა, რაც გადამწყვეტია დაწყებითი კლასების მოსწავლეთათვის. მით უმეტეს, მათ არ მოსწონთ ერთფეროვნება და აქედან გამომდინარე, ყველა საგანში ერთი და იგივე მასწავლებელი.

- როგორც ცნობილია, დამტკიცდა საჯარო სკოლის დირექტორის ახალი სტანდარტი. როგორია თქვენი შეხედულება განახლებულ დოკუმენტზე ? თქვენთვის საინტერესო რომელ საკვანძო საკითხებს გამოყოფდით ახალ სტანდარტში ?

- ჩემი აზრით, სკოლის დირექტორების ახალი სტანდარტი ფრიად საყურადღებო და მნიშვნელოვანი დოკუმენტია. დირექტორების მსურველები საფუძვლიანად და გულდასმით უნდა გაეცნონ მის თითოეულ დებულებას. ვფიქრობ, გადამწყვეტია დირექტორის დახვეწილი ურთიერთობა პედაგოგიურ კოლექტივთან, ზრუნვა მათ ერთიანობასა და დაკისრებული მოვალეობის მაღალი პასუხისმგებლობით შესრულებაზე.
 
- რას ნიშნავს თქვენთვის სასკოლო გარემო და როგორ აღწერდით მას თქვენი სკოლის მაგალითზე ?

- ზოგადად სასკოლო გარემო უნდა იყოს ურთიერთპატივისცემასა და სიყვარულზე დამყარებული, საინტერესო, მიმზიდველი შინაარსით დატვირთული, სადაც ყალიბდებიან აკადემიურად და ზნეობრივად სრულყოფილი, საზოდაგოების აქტიური წევრები. 
კონკრეტულად ჩვენი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკისციხის საჯარო სკოლა, შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ვიმყოფებით მეზობელი სოფლის იანეულის საჯარო სკოლაში (მეორე ცვლა).
თვალს მოსწონს და გულს ახარებს ორივე სკოლის მოსწავლეთა, მასწავლბელთა და მშობელთა შემოქმედებითი ერთიანობა და საერთო საქმისადმი უდიდესი პასუხისმგებლობა. აქ ნათლად დაინახავთ ადამიანთა შორის ურთიერთობის შეუდარებელ სილამაზეს, რაც წარმატების უეჭველი საწინდარია.
 
- ახალი სასწავლო წლის დადგომასთან ერთად თქვენი სკოლისთვის საინტერესო რომელ სიახლეებს გამოყოფდით განსაკუთრებით ?
      
- განსაკუთრებით სასიხარულო და საინტერესო სიახლე გახლავთ ის, რომ XI კლასის წარჩინებულმა მოსწავლემ როლანდ კიკვაძემ გაიმარჯვა ,,ფლექსის" პროგრამით კონკურსში და იგი მიმდინარე სასწავლო წელს როგორც გაცვლითი პროგრამის გამარჯვებული, სწავლობს აშში, ვირჯინიის შტატში (XIIკლ).  სასიხარულო და მნიშვნელოვანია ის, რომ როლანდს მიმდევარი გამოუჩნდა X კლაის მოსწავლე მარიამ ცინცაძე, რომელიც მთელი მონდომებით სწავლობს და ემზადება აღნიშნულ კონკურსში წარმატებული მონაწილეობისათვის.
 
- თქვენი აზრით რას უნდა მიანიჭოს მასწავლებელმა სწავლების დროს ყველაზე დიდი მნიშვნელობა ?
       
- მასწავლებელმა სწავლების დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს მოსწავლეთა შესაძლებლობებს; შესაბამისი ახსნა-განმარტებით მიიტანოს მოსწავლემდე კონკრეტული საკითხი, შეაყვაროს საგანი, აუხსნას მისი შესწავლის აუცილებლობა; დაუმტკიცოს, რომ წიგნი უერთგულესი მეგობარი, უტყუარი მეგზური და შეუცვლელი ფენომენია, რომ უწიგნოდ თვალთახედვის ისარი მოკლეა.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს

მასწავლებლებს განაცხადის გასაკეთებლად ვადა დღის ბოლომდე აქვთ - დეტალები

„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან

მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები

გამოცდაზე გამსვლელი პედაგოგების საყურადღებოდ - დამხმარე კრებულები და პროგრამები გამოქვეყნდა
პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, ცნობილი ადამიანების მიერ დედებისადმი მიძღვნილი ფრაზები

პატარებმა დედებს მხატვრულად წაკითხული ლექსებიც მიუძღვნეს

პატარებმა, დამრიგებლის - მაკა ტალახაძის ხელმძღვანელობით, დედისის დღე აღნიშნეს
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება