ახალი სამგორის საჯარო სკოლის პირველკლასელებს მასწავლებელმა ანბანის სწავლის დაწყება ზეიმად უქცია
24-10-2022
დაკოპირებულია
-
+
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი სამგორის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანის შესწავლა საზეიმო გაკვეთილით დაიწყეს.
მასწავლებელმა ხათუნა აფციაურმამოსწავლეებს ეს დღე დაუვიწყარ ზეიმად უქცია და საინტერესო აქტივობები შესთავაზა. გარდა ამისა, პედაგოგი პატარებს დედაენისა და იაკობ გოგებაშვილის შესახებ ესაუბრა.
პირველკლასელები გაკვეთილის მიმდინარეობაში დიდი ინტერესით ჩაერთნენ, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
მასწავლებელსა და მოსწავლეებს სასკოლო საზოგადოება ანბანის სწავლაში წარმატებებს უსურვებს.
„ჩვენს პირველკლასელებს ულამაზესი დღესასწაული ჰქონდათ - ანბანეთის კარი პირველად შეაღეს.
პატარებზე შეყვარებულმა ხათუნა მასწავლებელმა მართლაც სასწაული დღე მოუწყო მათ, მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებით სიხარულით აუციმციმა თვალები, აუძგერა გულები და საჩუქრებისგან ბედნიერებით გაბრწყინებულნი დიდხანს ახალისა საკლასო ოთახსა თუ სკოლის ეზოში“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.