მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მედანის თემის საჯარო სკოლაში ხის დარგვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პროექტის - „ჩვენ - ადამიანები და კლიმატის ცვლილება“, პრეზენტაცია გაიმართა.
მასში XI-XII კლასის მოსწავლეები, ბიოლოგიის პედაგოგ ირმა ჩალიგავას ხელმძღვანელობით, ჩაერთნენ. პროექტის მიზანი კლიმატის მდგრადობაზე თემის საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისაღწევ ღონისძიებებში აქტიური ჩართულობა იყო.
პროექტის პრეზენტაციაზე მოწვეულები იყვნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი გელა კვარაცხელია და მედანის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლები.
პროექტის ფარგლებში, სკოლის ეზოში დაირგო ხეები. ამ აქტივობაში მოწვეული სტუმრები, თემის საზოგადოება და მოსწავლე-მასწავლებლები მონაწილეობდნენ.
„XXI საუკუნეში კლიმატის ცვლილება ერთ-ერთი აქტუალური, გლობალური პრობლემაა მსოფლიოში. ამიტომ კლიმატის ცვლილების დაძლევა მდგრადი განვითარების 17 მიზნიდან მე-13 მიზანი და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პრიორიტეტია.
ამ დღეს მსოფლიოს არაერთი ქვეყანა აღნიშნავს. თითოეული ჩვენგანი ვალდებულია, ხელი შეუწყოს ეკოსისტემის მდგრადობას, ჟანგბადის ბალანსსა და სიცოცხლეს დედამიწაზე“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა