სიახლეები
სკოლები

„კიდევ ბევრ ბავშვს გაზრდის სკოლა, პირველ რიგში, ადამიანად და მერე განათლებულ პიროვნებად“- ემიგრანტი ქალის მადლობის წერილი ლაფანყურის საჯარო სკოლას
24-10-2022
-
+


თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესები პედაგოგთა პრიორიტეტია. 

სკოლაში ისეთი გარემოა შექმნილი, სადაც მოსწავლეები თავს დაცულად გრძნობენ და იცინ, რომ მათ განვითარებაზე ყოველდღიურად ზუნავენ. სწორედ ამის დასტურია ემიგრანტი ქალის - ხატია ხეცაშვილის სამადლობელი წერილი, რომელიც მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. 

თავად და შემდგომში მისი 3 შვილიც ამ სკოლაში სწავლობდნენ. ემიგრანტი დირექტორსა და სათითაოდ ყველა პედაგოგს მადლობას უხდის. 

„დილით, როგორც კი თვალს ვახელ, რა თქმა უნდა, ფეისბუქს ვრთავ. დილას პირველი, რაც თვალში მომხვდა, სამართლიანი და უჭკვიანესი ჟურნალისტის თამო კეშას სტატუსი იყო ერთ-ერთ სკოლაში მომხდარ საშინელ ფაქტზე. აი, თმა ყალყზე დამიდგაო რომ იტყვი. უსამართლობა ხომაა საშინელი, მაგრამ როცა ეს უსამართლობა პატარა ბავშვს ეხება, თან ვისგან - მასწავლებლებისგან, სკოლისგან, სადაც სითბოს, ყურადღებას და სამართლიანობას უნდა ასწავლიდნენ არა მარტო გაკვეთილით, ქცევითაც ამაზრზენი ხდება ეს უსამართლობა.
და მივხვდი, რამდენად ძვირფასი იყო და არის სადღაც კახეთის დასალიერში, ანდარეზის ძირში მიყუჟულ ფშავლების სოფელ ლაფანყურში რომაა ის სკოლა და მასწავლებლები რამხელა გამართლებაა, რომ ჩემმა შვილებმაც იქ ისწავლეს და არამარტო გაკვეთილები. პირველ რიგში, ადამიანობაა. კიდევ ბევრ ბავშვს გაზრდის ჩემი სკოლა, პირველ რიგში, ადამიანად და მერე განათლებულ პიროვნებად.
მადლობა მინდა ვუთხრა ლაფანყურის საჯარო სკოლას. ლალი იარაჯული - ჩემი საამაყო და საფიცარი მასწავლებელი, ძლიერი და სამართლიანი ფშავლის ქალი ასე ერთგულად რომ უძღვება სკოლას. სათითაოდ ყველა მასწავლებელს არ ჩამოგთვლით, რათა არავინ გამომრჩეს. მადლობა თქვენ“,- ვკითხულობთ სამადლობელ წერილში. 

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა? 

რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ  - მინისტრის ბრძანება

გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით  შეეძებათ


რომელი საგნის პედაგოგებისთვის შეიძლება დაწესდეს დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მედლების შესაძენად 130 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი


პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა

სკოლაში მადლობს უხდიან პედაგოგს საინტერესო ღონისძიებისთვის

მე-9 კლასის მოსწავლეებმა შეიმუშავეს და შექმნეს მექანიზმი, რომელიც მუშაობს წყლის დონის სენსორით


პედაგოგ გლიზა იმნაძეს საყვარელმა მოსწავლეებმა გაზაფხულის ეს ლამაზი დღსასწაული კიდევ უფრო გაულამაზეს


საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება