მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკონფერენციო დარბაზში ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საბაზისო საფეხურის 94 წარჩინებული მოსწავლე პერსონალური კომპიუტერებით დაასაჩუქრა.
ბელა ტატუაშვილი - დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი:
რამდენიმე წელია ხორციელდება პროგრამა "ჩემი პირველი კომპიუტერი" და ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომელთა საბაზისო საფეხურის ნიშანი დამრგვალების გარეშე 10 ქულაა.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დმანისელი 6 წარჩინებული მოსწავლე დასაჩუქრდა "Lenovos" ბრენდის პერსონალური კომპიუტერით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მოსწავლეთა წახალისების პროექტი ყოველწლიურად ხორციელდება და წარჩინებულ მოსწავლეთა ოდენობაც ყოველწლიურად მატულობს.
კომპიუტერების გადაცემის დასრულების შემდეგ წარჩინებულმა მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა, რესურსცენტრის ხელმღვანელმა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.