ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა აჭყვას საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა კეთილმოეწყო.
ბიბლიოთეკაში წიგნის ფონდიც განახლდა. შედეგად, ახლა მოსწავლეები და პედაგოგები ახალი წიგნებით სარგებლობასაც შეძლებენ. ეს ფაქტი სასკოლო საზოგადოებისთვის ძალიან გასახარი და მოტივაციის მიმცემია.
აღსანიშნავია, რომ სკოლის მოსწავლეები აქტიური მკითხველები არიან, რომელთათვისაც ახალი ინფორმაციის მიღევა ყოველთვის საინტერესოა. მათ მესაწავლებლებიც ხელს უწყობენ და კლასგარეშე ლიტერატურის გაცნობისკენაც მოუწოდებენ.
„ვულოცავთ ჩვენს ახალგაზრდა მკითხველებს ამ სასიკეთო საქმეს და წარმატებებს ვუსურვებთ“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა- მონუმენტი „საქართველოს მემატიანე“-კერძო სკოლა „ანაბასისის“ მოსწავლეთა პროექტი ხელოვნების კვლევასა და ანალიზს დაეთმო