მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზუგდიდის N5 საჯარო სკოლაში მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეების - ნინო ქირიას, ლინდა კვარაცხელიას და ანანო ბეკვერიას ინიციატივით, თანატოლებთან შეხვედრა- „მომავალი თაობები არაძალადობრივი თანაცხოვრებისთვის“, ჩატარდა.
შეხვედრის მიზანი ძალადობასთან დაკავშირებით, ახალგაზრდობის ცნობიერების ამაღლება იყო. მის მიმდინარეობას საბაზო საფეხურის 30-ზე მეტი მოსწავლე დაესწრო, რამაც ორგანიზატორების მოლოდინს გადააჭარბა.
ღონსძიება ძალზე საინტერესოდ, მსმენელთა აქტიური მონაწილეობით წარიმართა. გამოვლინდა, რომ მოსწავლეებს უკვე ჰქონდა გარკვეული წარმოდგენა ძალადობის ფორმებზე და სახეებზე, თუმცა ახალიც ინფორმაციაც ბევრი მიიღეს.
ამ შეხვედრის ჩატარებას ბიძგი მისცა და აღნიშნული მოსწავლეები მოამზადა კულტურულ-ჰუმანიტარული ცენტრმა „სოხუმი“, რომელმაც ზუგდიდის სხვადასხვა სკოლების მოსწავლეთა წარმომადგენლებს ჩაუტარა ტრენინგი. ტრენერები ლელა შენგელია და ანჟელა ჩიხლაძე იყვნენ.
„ტრენინგზე მიღებულმა ცოდნამ მათ საშუალება მისცა შეხვედრა საინტერესო აქტივობებით და დეტალებში დაეგეგმათ, რაც ნამდვილად იმსახურებს მოწონებას. შეხვედრის პროცესი, მოსწავლეების მიერ დისკუსიის დროს გამოთქმული მოსაზრებები ბადებს იმედს, რომ მომავალში მოზარდებს შორის ნაკლები იქნება ძალადობის შემთხვევები.
წარმატებას ვუსურვებთ საინიციატივო ჯგუფს და ველოდებით მათგან მორიგ აქტივობებს“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?