მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ამაღლების საჯარო სკოლაში მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა წარმატებით ინერგება, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი კომპლექსური დავალებებია. კომპლექსურ დავალებებს სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან. მასწავლებლები მოზარდებს საინტერესო დავალებებს სთავაზობენ, მოსწავლეები კი მათ ხალისითა და ინტერესით ასრულებენ.
ამჯერად, საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე IX კლასის მოსწავლეებმა იმუშავეს. მათ ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილისთვის კომპლექსური დავალების საინტერესო პრეზენტაცია მოამზადეს. დავალების თემა გახლდათ - ტექსტი და მისი კინოვერსია; მიხეილ ჯავახიშვილის - „მიწის ყივილი“ - გუგული მგელაძის - „ფესვები“.
საკვანძო შეკითხვა - რამდენად დამეხმარება კინოვერსია ნაწარმოების აღქმაში?
„მოსწავლეებმა ნაბიჯ-ნაბიჯ აქტივობებით შეძლეს კომპლექსური დავალების პირობის შესრულება და პრეზენტაციის წარდგენა“,- გვიყვებიან სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?