ჯიხანჯურის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა პედაგოგებს ღონისძიება მიუძღვნეს
25-10-2022
დაკოპირებულია
-
+
ომარ ასლანიძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხანჯურის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვანი თარიღი ღონისძიებებით აღინიშნება.
ამჯერად, მე-7 კლასში აქტივობა მასწავლებლის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.
მოსწავლეები ღონისძიების მიმდინარეობაში უდიდესი ხალისით, ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ. მათ მასწავლებლებს პროფესული დღე დიდი სიყვარულით მიულოცეს, იმღერეს, ლექსები წაიკითხეს და ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეს, რითაც ძალიან გაახარეს.
აქტივობა მეშვიდე კლასის პედაგოგის ციცინო ჭაღალიძისს ხელმძღვანელობით გაიმართა.
„ვინაც გვასწავლა სიყვარული, აღსავლ-დასავლის.
და ვინც ხვალინდელ საქართველოს წვრთნის და ასწავლის,
მასწავლებელი დიდი სიბრძნის მოციქულია,
ჩვენს მასწავლებელს სხვაზე მეტი ოცი გული აქვს.“
მოსწავლეებმა სიყვარულით გაჯერებული სამადლობელო სიტყვებით გამოხატეს უდიდესი მადლიერება და კიდევ უფრო დააფასეს მასწავლებლის შრომა.
მადლობა ბავშვებო, რომ არ გავიწყდებათ ეს დღე და ახერხებთ ასეთი თბილი გრძნობების გამოხატვას....
მადლობა, რომ არსებობთ, რომ ჟრიამულითა და სიცოცხლით ავსებთ ცოდნის ტაძარს“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მასწავლებლის საერთაშორისო დღეს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. ამ თარიღის აღნიშვნა სათავეს 1994 წლის 5 ოქტომბრიდან იღებს. მისი საერთშორისო დღედ დაწესების იდეა რამდენიმე პედაგოგიურ ორგანიზაციას ეკუთვნის.
„საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა- მონუმენტი „საქართველოს მემატიანე“-კერძო სკოლა „ანაბასისის“ მოსწავლეთა პროექტი ხელოვნების კვლევასა და ანალიზს დაეთმო