სიახლეები
სიახლეები

რა განსხვავებაა აქტივობასა და მეთოდს შორის?
29-10-2022
-
+


მეთოდი და აქტივობა სხვადასხვა რამეა. ხშირად როგორც ახალბედა, ასევე გამოცდილ მასწავლებლებსაც აბნევთ მეთოდებისა და აქტივობების ერთმანეთისგან გარჩევა.

როგორ განვასხვაოთ მეთოდი და აქტივობა?

აქტივობას დაესმის კითხვა: რას ვაკეთებ? (მაგალითად, მასწავლებელი კლასთან ერთად შეიმუშავებს ჯგუფური მუშაობის წესებს).

აქტივობა ხელს უწყობს მოსწავლეებში მსჯელობის კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემის გადაწყვეტის უნარის განვითარებას ავარჯიშებს მოსწავლეებს აზრების მწყობრად გამოხატვასა და დასკვნების გამოტანაში სადავო საკითხების გადაჭრასა​ და ალტერნატიული გადაწყვეტილებების მოძებნაში. სასწავლო აქტივობები შესაბამისი უნდა იყოს გაკვეთილის მიზანთან. აქტივობების შერჩევისას პედაგოგი უნდა დაფიქრდეს: დაეხმარება თუ არა ესა თუ ის აქტივობა დასახული მიზნის მიღ­წევაში, რამდენი აქტივობა საჭირო მიზნამდე მისასვლელად,  როგორი იქნება აქტივობების თანმიმდევრობა, შეესაბამება თუ არა შერჩეული აქტივობა მოსწავლეების ცოდნასა და უნარებს, მათ შესაძლებლობებსა და გამოცდილებას.

მეთოდს დაესმის კითხვა: როგორ ვაკეთებ? რა დიდაქტიკური ხერხებით ვახორციელებ აქტივობას? მაგალითად: მასწავლებელი ჯგუფუ­რი მუშაობის წესებს შეიმუშავებს „გონებრივი იერიშით“.

მეთოდის შერჩევისას მასწავლებელმა უნდა გააანალიზოს: დაეხმარება თუ არა შერჩეული მეთოდი დასახული შედეგის მიღწევაში, შეესაბამება თუ არა შერჩეული მეთოდი აქტივობას, შეესაბამება თუ არა შერჩეული მეთოდი მოსწავლეთა შესაძლებლობებსა და გამოცდილებას. ასევე გასათვალისწინებელია, ტექნიკურად შესაძლებელია თუ სასურველი მეთოდის განხორციელება.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ

სკოლის წარმომადგენელი მუდმივმოქმედ კომისიაში იქნება - ცვლილება კანონში

რა შემთხვევაში აქვს სკოლას 1 ან 2-წლიანი ვადა ხარვეზების გამოსასწორებლად - დეტალები

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები
სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ
 

მოსწავლეებმა გარემოს დაცვის მნიშვნელობა ნათლად გაიაზრეს

დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული ღონისძიებით - „ხმათა ხავერდების და ღმერთების ენავ“ დასრულდა
ღონისძიება თითოეული მოსწავლისთვის იქცა ცოდნის, ემოციისა და შემოქმედებითი გამოხატვის შესანიშნავ საშუალებად
 

მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაციები გამართეს და განიხილეს შიშველთესლოვანი მცენარეების ძირითად მახასიათებლები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება