მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საგანმანათლებლო სფეროში მიმდინარე სიახლეებზე საქართველოს სკოლების წარმატებული დირექტორების აზრი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამიტომ, etaloni.ge აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაიდნის საჯარო სკოლის დირექტორ გია ბიძიშვილს დაუკავშირდა და სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მისი კომპეტენტური მოსაზრება მოისმინა.
- რას ფიქრობთ დაწყებით კლასებში საგნობრივ სწავლებაზე?თუ არის აღნიშნული მეთოდი თქვენ სკოლაში დანერგილი? რა დადებით და უარყოფით მხარეებს ხედავთ სწავლების ამ მიდგომაში?
- მაიდნის საჯარო სკოლაში ეს მეთოდი არ დანერგილა, თუმცა ვფიქრობ, რომ დაწყებით კლასებში საგნობრივ სწავლებას როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეებიც ექნება.
- როგორც ცნობილია, დამტკიცდა საჯარო სკოლის დირექტორის ახალი სტანდარტი. როგორია თქვენი შეხედულება განახლებულ დოკუმენტზე? თქვენთვის საინტერესო რომელ საკვანძო საკითხებს გამოყოფდით ახალ სტანდარტში?
- ვფიქრობ, სკოლის დირექტორის განახლებული სტანდარტის ხუთივე კომპონენტი ხელს შეუწყობს დირექტორის, არა როგორც მენეჯერის, არამედ როგორც გრძელვადიანი მიზნების მიღწევაზე ორიენტირებული ეფექტური საგანმანათლებლო ლიდერის ჩამოყალიბებას.
- რას ნიშნავს თქვენთვის სასკოლო გარემო და როგორ აღწერდით მას თქვენი სკოლის მაგალითზე?
- ჩემთვის სასკოლო გარემო ნიშნავს სწავლას მოწყურებულ მოსწავლეებს, მოსწავლეების შედეგებზე ორიენტირებულ პედაგოგებს, სასკოლო ცხოვრებაში აქტიურად ჩართულ მშობლებს, ერთ დიდ გუნდად შეკრულ სასკოლო საზოგადოებას, რომლებიც ორიენტირებულნი იქნებიან ურთიერთპატივისცემასა და თანამშრომლობაზე დაყრდნობით სასკოლო კულტურის ერთობლივად ჩამოყალიბებაზე.
- ახალი სასწავლო წლის დადგომასთან ერთად თქვენი სკოლისთვის საინტერესო რომელ სიახლეებს გამოყოფდით განსაკუთრებით?
- ახალი სასწავლო წლის დადგომასთან ერთად გამოვყოფდი ძალზე საინტერესო სიახლეს, ზაფხულის განმვალობაში სკოლის საინიციატივო ჯგუფი მუშაობდა სასკოლო პროექტის დაგეგმვაზე, რომლის განხორციელებასაც ერთობლივად შევუდექით ახალი სასწავლო წლის დაწყებისთანავე, ასევე სახანძრო უსაფრთხოების მიზნით სამისამართო სიგნალიზაციის უზრუნველყოფასა და სამედიცინო კაბინეტის მოწყობას.
- თქვენი აზრით რას უნდა მიანიჭოს მასწავლებელმა სწავლების დროს ყველაზე დიდი მნიშვნელობა?
- მასწავლებელმა სწავლების დროს ყველაზე დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს მოსწავლის ინდივიდუალიზმს, სწავლის სტილსა და ინტერესის სფეროს, მოახერხოს მათი უნარების მაქსიმუმის რეალიზება, რათა მოსწავლეებმა შეძლონ მიღებული ჩვევების პრაქტიკაში დანერგვა-გამოყენება და ცხოვრების სწორად წარმართვა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
11-12 თებერვალს საქართველოში შედარებით ცივი და უნალექო მინდი შენარჩუნდება.
IZRUNE.GE ბათუმში! - წარმატებული მოსწავლეების დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება ამჯერად შავიზღვისპირეთში გაიმართა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ახალგაზრდებმა ხმამაღლა წაიკითხეს მათთვის სასურველი ლექსები და მოთხრობები
სკოლის დირექტორმა, ბატონმა ბახრატ ისაევმა ფიზიკის პედაგოგ ბელა ბედიაშვილსა და ღონისძიებაში მონაწილე მოსწავლეებს გადასცა სიგელები
უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე