სიახლეები
სკოლები

სამტრედიის N12 სკოლის I კლასის მოსწავლეებს, საანბანო პერიოდის დაწყებასთან დაკავშირებით, საინტერესო აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი ჩაუტარდათ
25-10-2022
-
+


სამტრედიის N12 საჯარო სკოლის I კლასში, საანბანო პერიოდის დაწყებასთან დაკავშირებით, ინფორმაციული გაკვეთილი ჩატარდა.

მას პედაგოგი ნატალია ადეიშვილი უძღვებოდა. მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათი პირველი ნაბიჯები „აი იას” სამყაროში. ისაუბრა იაკობ გოგებაშვილზე და მოსწავლეებს პროექტორის საშუალებით, მწერლის სახლი უჩვენა, რომელიც სოფელ ვარიანში მდებარეობს, ასევე მისი ძეგლი და დაკრძალვის ადგილი მთაწმინდის პანთეონში. გარდა ამისა, ყურადღება გაამახვილა „დედა ენის“ გამომცემლობებზე.

ამის შემდეგ მოსწავლეებმა სხვადასხვა საინტერესო აქტივობა შეასრულეს. ერთ-ერთის ფარგლებში, ფურცლებზე ჩამოწერილს სიტყვებში „ი“ და „ა“ ამოიცნეს. შემდეგ კი დაფაზე, წინასწარმოცემული, ილუსტრირებული ხის ფოთლებში ჩაწერეს. 

გაკვეთილის ბოლოს, მუსიკის პედაგოგის თეონა გაბედავას ხელმძღვანელობით, მოსწავლებეებმა მუსიკალური შესაძლებლობები გამოვლინეს და სიმღერა „აი ია“ შეასრულეს. 

„გაკვეთილის შემდეგ პედაგოგებმა ბავშვებს მოულოდნელი სიურპრიზი მოუწყვეს და მხიარულ ანიმატორებთან ერთად, ცეკვა-თამაშით დააგვირგვინეს დღე. დასასრულს, გაიჭრა ტორიტიც „დედა ენის“ ყდის გამოსახულებით“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

11-12 თებერვალს საქართველოში შედარებით ცივი და უნალექო მინდი შენარჩუნდება.

სპეციალური მოთხოვნები ბაღების თანამშრომლებისთვის - დოკუმენტი

დაფიქსირდა თუ არა მუნის შემთხვევები სკოლებსა და ბაღებში - etaloni.ge ოფიციალურ უწყებებს დაუკავშირდა

IZRUNE.GE ბათუმში! - წარმატებული მოსწავლეების დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება ამჯერად  შავიზღვისპირეთში გაიმართა  

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და მაღალი კლასის მოსწავლეები



მოსწავლეებმა მუზეუმში წარმოდგენილი ექსპონატები დიდი ინტერესით დაათვალიერეს

„სული აღმშენებელი“ - ასე უწოდეს უშგულის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებლის, ვერიკო ავალიანის ხელმძღვანელობით ჩატარებულ ღონისძიებას

ტურნირში მონაწილეობდა საქობოს საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე სალომე კუტიბაშვილი



საინტერესო

უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე

თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი  - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?

სიახლეები
საზოგადოება