სიახლეები
სკოლები

„როგორ არ მიხაროდეს, რომ მათი მასწავლებელი ვარ“ - გაიცანით, კალის საჯარო სკოლის I და IV კლასელი ძმები - ლუკა და ვიტო ხარძიანები
25-10-2022
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის მცირეკონტიგენტიან საჯარო სკოლაში თითოეულ მოსწავლეზე პედაგოგები განსაკუთრებულად ზრუნავენ. სკოლაში ბავშვებისთვის ყოველთვის საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა.

სკოლას ერთადერთი პირველკლასელი ლუკა ხარძიანი ჰყავს, თუმცა იგი კლასში მარტო არ არის. მასთან ერთად კლასში მისი ძმა ვიტო ხარძიანიც სწავლობს, რომელიც მეოთხეკლასელია. 

აღსანიშნავია, რომ ძმებს ქართული ენის პედაგოგი ქეთევან ჩემია ასწავლის. მასწავლებელი აღნიშნავს, რომ ძმებს დავალებებს კლასების მიხედვით პარარერულად აძლევს და თითოეულ მათგანს თანაბარ ყურადღებას უთმობს. გაკვეთილები ინტეგრირებულად მიმდინარეობს და სასწავლო პროცესის დროს კლასებს შორის განსხვავება პრობლემას არ ქმნის.

„როგორ არ მიხაროდეს, რომ მათი მასწავლებელი ვარ. ჩემი უკვე მოზრდილი შვილებისადმი ზრუნვას უთანაბრდება ჩემი ამათდამი დამოკიდებულებაც და ბედნიერი ვარ.

ლუკა ჩქარობს წერის სწავლას...

ლუკამ ზეპირად იცის საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი, იცის „მამაო ჩვენო“, სწავლობს ასო-ბგერებს, ხვდება, რომ „ი“-ს ნალის ფორმა აქვს, ლუკა ილია ჭავჭავაძის მოკვლასთან დაკავშირებით ლექსს აბულბულებს. თვალებში შეჰყურებს მასწავლებელს და ცდილობს კარგად „დახატოს“, აბა, წერას ჯერ ვერ დავარქმევთ, ყველაფერი, რასაც ის დაავალებს...

იცის, რომ მის წიგნში ერთ-ერთ ნახატში, რომელსაც „ცირკი“ ეწოდება - „მასხარაც“ არის გამოსახული, მეორეზე ახალგაზრდა დედას „საბავშვო ეტლში“ ჩვილი ჰყავს, რომ ეზოში ქალი „ძელსკამზე“ ზის და ისვენებს... კიდევ... წელიწადის დროები... აქ, ცოტა „ვჭედავთ“... მაგრამ ჯერ ხომ მთელი წელია წინ...

ლუკა სვანეთის დიდი მომავლის შექმნის აქტიური მონაწილე უნდა გამოვიდეს „პატიოსანი სიტყვა“ მომცა...

ჰოდა, ერთად მივადევნოთ თვალყური... ვინატროთ ის დღე, როცა მისი მასწავლებელი სიამაყით იტყვის - ლუკას მეც ვასწავლიდი! იმ დღეს მოვესწროთ ყველა! ჩვენ კიდევ შევხვდებით ერთმანეთს, რადგან წინ დიდი გეგმები გვაქვს. უფრო სწორად: ლუკას აქვს... დიდი მომავალი ვუწინასწარმეტყველოთ და ჩვენც ამის მოწმეები გავხდეთ“, - აღნიშნავს პედაგოგი ქეთევან ჩემია.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

11-12 თებერვალს საქართველოში შედარებით ცივი და უნალექო მინდი შენარჩუნდება.

სპეციალური მოთხოვნები ბაღების თანამშრომლებისთვის - დოკუმენტი

ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე მოსწავლეები 150-ლარიან დახმარებას მიიღებენ - ვის ეკუთვნის დაფინანსება 

ქართული ენის მოსამზადებელი პროგრამის გამოწვევებზე კვლევების ეროვნული ცენტრი ანგარიშში საუბრობს

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

საქობოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წიგნის კითხვის პოპულარიზაციაში თავისი წვლილი შეიტანეს

მოსწავლეებმა საინტერესო, მრავლისმომცველი პრეზენტაცია წარმოადგინეს

საინტერესო

უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე

თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი  - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?

სიახლეები
საზოგადოება