მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა.
ყველა პროცედურა წინასწარ შემუშავებული წესების მიხედვით ჩატარდა, არ გამოვლენილა არც ერთი დარღვევა.
სკოლის დირექცია მადლობას უხდის მოსწავლეებს - არჩევნებში აქტიურად მონაწილეობისათვის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელს თამთა მიქავას - საჭირო ინვენტარით უზრუნველყოფისათვის. ასევე, მადლობას უხდის კლასის დამრიგებლებს და სამოქალაქო განათლების მასწავლებელს მაია არახამიას.
„მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები მნიშვნელოვანია მოსწავლეთა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებისა და დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებისათვის. ასევე, მნიშვნელოვანია მოსწავლეების მოტივაციის ასამაღლებლად, რათა აქტიურად ჩაერთონ სასკოლო ცხოვრებაში, განახორციელონ სხვადასხვა პროექტები, გამოიჩინონ ინიციატივები, შექმნან სასკოლო კლუბები. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ბოლო წლებში გამოირჩევა მოსწავლეთა დიდი აქტიურობით, რაც ძალიან მისასალმებელია. (მოსწავლეთა გააქტიურებაში დიდი წვლილი მიუძღვით პედაგოგებს. განსაკუთრებით გამოვყოფდი, სამოქალაქო განათლების კლუბ „ნიკეს" და მის ხელმძღვანელს ქალბატონ მაია არახამიას)“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია მაგისტრანტობის მსურველებისთვის
ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე მოსწავლეები 150-ლარიან დახმარებას მიიღებენ - ვის ეკუთვნის დაფინანსება
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლემ PowerPoint-ის დახმარებით საინტერესო პრეზენტაცია წარადგინა
უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე