„ქველმოქმედება დიდი მადლია“- ჯუმის საჯარო სკოლის პირველ კლასში საინტერესო პროექტი განხორციელდა
25-10-2022
დაკოპირებულია
-
+
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმის საჯარო სკოლის პირველ კლასში პროექტი - „ქველმოქმედება დიდი მადლია“ განხორციელდა.
მშობლებმა და მასწავლებელმა, მოსწავლეებთან ერთად, გადაწყვიტეს, დახმარებოდნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში, მოხუცთა თავშესაფარში მყოფ იმ ადამიანებს, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ საზოგადოების ყურადღება, თანადგომა. მშობლებთან ერთად, დაიგეგმა შესასრულებელი სამუშაოები. მოსწავლეებმა ისწავლეს სიტყვის - „ქველმოქმედება“ მნიშვნელობა. გაიგეს, თუ როგორ ადამიანს ეძახიან ქველმოქმედს.
პროექტის ხელმძღვანელი ნონა ფონია გახლავთ. აქივობამ ძალიან საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.
„პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებში ემპათიის/თანაგრძნობის თანამშრომლობის, კომუნიკაციის, სოციალური და გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევების განვითარება, სხვა ადამიანების დახმარების სურვილის გაჩენა. აღნიშნულმა პროექტმა გამოავლინა მოსწავლეთა დაინტერესება და წარმოაჩინა მათი უნარები. მათ გააცნობიერეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ერთმანეთის პატივისცემა, თანადგომა, კეთილი საქმის კეთება“,- აღნიშნავენ სკოლაში.