წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლეები სამხატვრო გალერეაში იმყოფებოდნენ
26-10-2022
დაკოპირებულია
-
+
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის Vგ კლასის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო აქტივობაში ხშირად მონაწილეობენ.
ამჯერად, ისინი ქუთაისის დავით კაკაბაძის სახელობის სამხატვრო გალერეაში იმყოფებოდნენ.
მათ, მშობლებთან და მასწავლებლებთან ერთად, ქართველი მხატვრის ლადო თევდორაძის ნამუშევრების გამოფენა დაათვალიერეს. გალერიაში ხელოვნების გაკვეთილისა და კლასის საათის საინტერესო ტანდემი თემაზე: „ქართველი მხატვრები და ეროვნული სულისკვეთება“, შედგა.
მათი ხელოვნების მასწავლბელი თეა კაკაბაძე, ხოლო დამრიგებელი მანანა წულაიაა.
ხელოვნების მასწავლებელმა ინტერაქტიული გაკვეთილი ჩაატარა თემაზე - „ნახატის ტიპები და მისი შესრულების ტექნიკა“, ხოლო დამრიგებელმა მიზნობრივად გამოიყენა ლადო თევდორაძის ნახატების ცხოვრებისეული ხასიათი და მოსწავლეებს ყურადღება გაამახვილებინა ადამიანურ ურთიერთობებზე, იმ სიკეთესა და სითბოზე, რომელიც დამახასიათებელია თითოეული პერსონაჟისთვის.
აქტივობამ ძალიან საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა. მოსწავლეებმა თავისებურად შეაფასეს გალერეაში წარმოდგენილი ნახატები, გამოყვეს მათთვის განსაკუთრებული ნახატი. აღნიშნეს, თუ რით დაიმსახურა ნახატმა მათი სიმპატია და სამახსოვრო ფოტოც გადაიღეს.
„სამხატვრო გალერეის დირექტორმა ქალბატონმა ელისო ჩოგოვაძემ ქველმოქმედებით უმასპინძლა სტუმრებს - გააცნო ლადო თევდორაძის ბიოგრაფია და მისი ნახატები, რომლებიც ძირითადად ყოფით ცხოვრებას და ადამიანურ ურთიერთობებს უკავშირდება.
მოსწავლეები ხალისით ახდენდნენ საკლასო გარემოში მიღებული ცოდნის ცხოვებაში ტრანსფერს, რაც მშობლებისთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა.
მათ ნამუშევრებში გამოყვეს ქართული ეროვნული სულისკვეთებითა და პატრიოტიზმით აღსავსე დეტალები, რაც ბატონი ლადოს ნამუშევრებს კიდევ უფრო საინტერესოსა და მიმზიდველს ხდის.
მშობლებმა მადლობა გადაუხადეს გალერეის დირექტორს ქველმოქმედებისთვის და მასწავლებლებს საინტერესოდ დაგეგმილი აქტივობებისათვის, რომლებმაც ხელი შეუწყო მოსწავლეთა ინტეგრაციას საზოგადოებრივ დაწესებულებებში, ზოგადი განათლების ხარისხის ამაღლებას და პატრიოტული თვითშეგნების ჩამოყალიბება-განვითარებას.
რაც მთავარია, მოსწავლეებმა ეს დღე ხალისით ჩაუშვეს თავიანთი კლასის ბედნიერი დღეების სკივრში“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე