მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მოსე ხონელის სახელობის ხონის N1 საჯარო სკოლის Vა კლასის მოსწავლეებმა შემოდგომას ღონისძიება მიუძღვნეს.
მეხუთეკლასელებმა საშემოდგომო ნობათი გამოფინეს, ჩურჩხელები ამოავლეს და წარმოადგინეს თუ რაოდენ მრავალფეროვანი და ბარაქიანია შემოდგომა საქართველოში. მოსწავლეებმა ასევე მხატვრულად წაიკითხეს ლექსები და შემოქმედებით ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
Vა კლასის მოსწავლეთა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მირანდა ხურცილავა გახლავთ, კლასის დამრიგებელი კი ციცინო ბახტაძეა.
პედაგოგები მოსწავლეებსა და მათ მშობლებს ღონისძიებაში აქტიური ჩართულობისთვის მადლობას უხდიან.
„თბილი, მეგობრული და სიყვარულით სავსე გარემო, შემოდგომის სურნელი, მუსიკის ჰანგები, ბავშვების მიერ საინტერესო ინფორმაციების გაცნობა და წაკითხული ლექსები... შემოდგომის სურათების კონკურსი და ჩურჩხელის ამოვლება თათარაში... სიხარულით გაბრწყინებული თვალები... მართლაც, საოცრად შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი დღე იყო. ყოჩაღ ბავშვებო! მადლობა თქვენ ასეთი ორგანიზებულობისათვის, ურთიერთპატივისცემისათვის და ერთმანეთის თანადგომისათვის. მადლობა მშობლებს ჩართულობისა და გამოხატული დამოკიდებულებისათვის!“,- აღნიშნავენ პედაგოგები.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია მაგისტრანტობის მსურველებისთვის
ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე მოსწავლეები 150-ლარიან დახმარებას მიიღებენ - ვის ეკუთვნის დაფინანსება
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
️დღემ ძალიან ემოციურ და სასიამოვნო გარემოში ჩაიარა
უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე