სიახლეები
სკოლები

სოფელ ოზურგეთის საჯარო სკოლის მოსწავლე საბა ჩხეიძე ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია
26-10-2022
-
+


ზაზა დამენიას სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზურგეთის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე საბა ჩხეიძემ ბერძნულ–რომაულ ჭიდაობის ტურნირზე გაიმარჯვა და ოქროს მედალი დაიმსახურა. 

გელა ჯანელიძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ბათუმში, 2010, 2011, 2012 წლებში დაბადებულთა შორის, გაიმართა. 

საბა ჩხეიძემ ღირსეულად იასპარეზა და გამარჯვება 60 კგ წონით კატეგორიაში მოიპოვა. სკოლაში მისი მიღწევით ამაყობენ, ულოცავენ და მომავალშიც წინსვლას უსურვებენ.

„ეს გამარჯვება 22 ოქტომბერს ზაზა დამენიას დაბადებიდან 50 წლის იუბილეს დაემთხვა. როგორც თავად აღნიშნავს, ძალიან გახარებულია, რადგანაც ამ გამარჯვებით მან თავისი წვლილი შეიტანა სკოლის მიერ ორგანიზებულ ზაზა დამენიას დაბადებიდან 50 წლის იუბილისადმი მიძღვნილ კვირეულში. მოსწავლეები და მასწავლებლები ვულოცავთ საბა ჩხეიძეს ამ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ კვლავაც“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტო:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება