მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მშობლებისა და შვილების ურთიერთობა - ეს ის საკითხი გახლავთ, რომელიც ყველა თაობას აწუხებს; თანამედროვე რეალობაში, გადატვირთული გრაფიკის გამო, ხშირად ვერ ვუთმობთ ბავშვებს სათანადო ყურადღებას, ხანდახან კი გვგონია, რომ ეს კარგად გამოგვდის, თუმცა....
სოციალურ ქსელში ერთი ისტორია გავრცელდა, სადაც ზუსტადაა გადმოცემული თანამედროვე ურთიერთოების ნაკლოვანებები და etaloni.ge მას უცვლელად გთავაზობთ:
დაწყებითი კლასის მასწავლებელმა ბავშვებს დავალებად მისცა დასაწერად თავისუფალი თემა იმის შესახებ, რა სურდათ, რომ ღმერთს გაეკეთებინა მათთვის. საღამოს, როდესაც ამოწმებდა დავალებებს, ერთ-ერთ თემას გადაეყარა, რამაც ძალიან გაანაწყენა. ამ დროს შემოვიდა ქმარი და ჰკითხა, „რა მოხდა“?; პედაგოგმა კი ერთ-ერთი მოსწავლის თემა გაუწოდა.
„ღმერთო, დღეს მე შენ რაღაც განსაკუთრებული მინდა გთხოვო: გადამაქციე ტელევიზორად. მე მინდა მისი ადგილი დავიკავო. მინდა ისევე ვცხოვრობდე, როგორც ტელევიზორი ჩვენს სახლში. მქონდეს განსაკუთრებული ადგილი და მთელი ოჯახი ჩემს ირგვლივ იკრიბებოდეს. რომ მისმენდნენ და არ მაწყვეტინებდნენ საუბარს, არ სვამდნენ კითხვებს, როცა ვლაპარაკობ. მინდა ვიყო ყურადღების ცენტრში. მინდა, მამა ჩემთან ატარებდეს დროს, როცა სახლში დაბრუნდება, თუნდაც დაღლილი. რომ დედა, ჩემი იგნორირების ნაცვლად, ჩემთან მოდიოდეს, როცა მარტო რჩება და მოწყენილია. მინდა, რომ ზოგჯერ მაინც ჩემმა მშობლებმა ყველაფერი გვერდით გადადონ და ჩემთან ერთად გაატარონ დრო. ღმერთო, ბევრს არ გთხოვ.. მინდა ვცხოვრობდე ისე, როგორც ცხოვრობს ნებისმიერი ტელევიზორი“.
„საშინელებაა! საწყალი ბავშვი!" - თქვა მასწავლებლის ქმარმა, - „ასეთი რა მშობლები ჰყავს?!"
„ეს ჩვენი შვილის თემაა“, - უპასუხა აცრემლებულმა პედაგოგმა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
მოსწავლეებმა სკოლის ეზოში დარგეს ნარგავები
პროექტს ხელმძღვანელობდნენ ბილინგვური განათლების სპეციალისტები – აიტან გიზბასოვა, აფსანა ხალილოვა და გუნაი ქე რენზადე