მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ასკანის საჯარო სკოლაში არაერთი ნიჭიერი მოსწავლე სწავლობს, რომელთა წარმატებას სკოლა დიდი სიხარულით გვიზიარებს.
ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული მოსწავლეა თაზო ჯოჯუა. მას სკოლისთვის საამაყოდ მიზეზი არაერთხელ მიუცია. თაზომ, 2020 წელს, UNISEF-ის და Helping Hand-ის წარდგინებით, წლის საუკეთესო მოხალისის ეროვნული ჯილოდო მოიპოვა, წელს კი CSRDG-ის მიერ ორგანიზებულ სათემო ფორუმზე ნომინირებულ წლის საუკეთესო სათემო ლიდერთა 6-ეულში გამარჯვებისთვის იბრძვის.
სკოლაში მას ახასიათებენ, როგორც მიზანსწრაფულ და უსაზღვრო შესაძლებლობებით დაჯილდოებულ მოსწავლეს.
„ის ჯერ არაღმოჩენილი ცივილიზაციაა და მსოფლიო მას ასე გაიცნობს“- ასე გვაცნობს სკოლის მასწავლებელი ეკატერინე ქუთათელაძე 16 წლის მოზარდს და მის მირ დაძლეულ ცხოვრებისეულ სირთულეებსა და წარმატებებზე გვიყვება.
„9 თვის იყო, როცა უმძიმესი დამწვრობა მიიღო.1 წლის ბიჭუნა კი მამიდამ და მისმა მეუღლემ გურიაში წამოიყვანა და სოფელ ასკანაში გაზარდა. უამრავი ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ბავშვობაში ჰქონდა წყენა, რათა „უცნაურად“ აღიქვამდნენ. მიუხედავად ამისა, გარემოსთან შეგუება არ გასჭირვებია... სოფლის ეკლესიაში ყველას ახარებდა პატარა, სტიქაროსანი ბიჭის გამოჩენა. მისი ერთგულება, შრომა და თავდაუზოგაობა მისაბაძ მაგალითად იქცა. აქტიური სამოქალაქო ინიციატივებითა და დემოკრატიული ღირებულებებით გამოჰყვა ბავშვობის ბილიკებს. მე-6 კლასელი, ოზურგეთის ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ლიდერთა სკოლის მოსწავლე ხდება და მას შემდეგ უამრავი ინოვაციური მიდგომების, სამოქალაქო პროექტების ინიციატორი და ხელმძღვანელია.
ასკანის საჯარო სკოლაში, მის ირგვლივ შეკრებილა მოსწავლე-მასწავლებელი, სათემო საზოგადოება და ასე, ერთიანი ძალებით აყალიბებენ ზრუნვასა და მხარდაჭერაზე ორიენტირებულ სასკოლო კულტურას.
2020 წელს, UNISEF-ის და Helping Hand-ის წარდგინებით, წლის საუკეთესო მოხალისის ეროვნული ჯილოდო მოიპოვა, წელს კი CSRDG-ის მიერ ორგანიზებულ სათემო ფორუმზე ნომინირებულ წლის საუკეთესო სათემო ლიდერთა 6-ეულში გამარჯვებისთვის იბრძვის. ველით მის გამარჯვებას!
როცა გარეთ 2022 წელია, ეს ბიჭი უცხოპლანეტელი მგონია, შეუსწავლელი თავისი შესაძლებლობებითა და მიზნების ფორმულირებით. ბავშობიდან დაიწყო შეჯიბრება საკუთარ თავთან. ყველაზე ლამაზი, ყველაზე ჭკვიანი და გულიანი 16 წლის ბიჭია. დამერწმუნეთ, ჯერ არაღმოჩენილი ცივილიზაციაა და მსოფლიო მას ასე გაიცნობს“,- გვეუბნება მასწავლებელი ეკატერინე ქუთათელაძე.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა