სიახლეები
სკოლები

„გვახარებს ყველას ცისფერაივნიანი შენობის სითბო და სიხასხასე“- ქვემო მაჩხაანის საჯარო სკოლას მასწავლებელმა, მაია იასეშვილმა ემოციური წერილი მიუძღვნა
27-10-2022
-
+


სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაჩხაანის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მაია იასეშვილი სკოლას ემოციურ წერილს უძღვნის. 

მისი ემოციები სკოლის ახალი შენობის გახსნამ გამოიწვია. 15 სექტემბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაჩხაანში ახალი საჯარო სკოლა საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. ამ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ გიორგი ციბაძემ, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა მალხაზ ბეგიაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ჯანიკაშვილმა.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ აშენებული შენობა 90 მოსწავლეზეა გათვლილი.

სკოლის დირექტორმა თამილა ქურხაშვილმა ახალი სკოლის გახსნა მიულოცა სკოლის მოსწავლეებს, პედაგოგებს, მშობლებს და უსურვა მათ წარმატებები. სკოლის სახელით უღრმესი მადლობა გადაუხადა ყველა ინსტანციას ვინც თუნდაც სულ მცირე წვლილი შეიტანა ამ საშვილიშვილო საქმეში.

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მაია იასეშვილმა კი იმ ემოციების შესახებ დაწერა, რაც სკოლის ახალმა შენობამ გამოიწვია. ჩვენ მის ნაწერს უცვლელად გთავაზობთ.

 *            *          *  

     „უფრო სიხარულობს ჩემი სიხარული

      შენ რომ იზიარებ, ის რომ იზიარებს

      უკვე სიხარულობს ჩემი მწუხარებაც

      შენ რომ იზიარებ ის რომ იზიარებს.

     თუ სიხარულია, ასეთი კაცი ვარ

     არასდროს ვიკითხავ ვისი არი

     ვისიც გინდა იყოს, თუ ჭეშმარიტია ვიზიარებ!“

მუხრან მაჭავარიანის ეს სტრიქონები გამახსენდა როცა ქვემო მაჩხაანის ძირძველ ნაფუძარზე ახლად აშენებულ სკოლის ეზოში შევდგი ფეხი. ესე ადრიანად მივედი მეგონა არავინ დამხვდებოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ დამაგვიანდა. რადგან თითქმის ასწლოვანი კაკლის ჩეროში მთელ სოფელს მოეყარა თავი.

მეც რომ ბედნიერმა შემთხვევითობამ აღმომაჩინა ამ ხილულ სამოთხეში, სადაც არავის ვიცნობდი, და ახლა ოთხი წლის თავზე არ ვიცი რატომ მემშობლიურება აქაურობა?

     „სიღნაღი რომ მიყვარს ძალიან

      იმისი გალავნის ბჭენი,

      ის ერთი ლამაზი ასულის ბრალია

     სიღნაღო, უბრალოდ შენი.

ახლა ი. ნონეშვილის სტრიქონები ახმიანდა. მართლაც, რატომ მიყვარს აქაურობა, რატომ აღარ მინდა მშობლიური სოფლის სკოლაში დაბრუნება?

     - ეს ყველას „ბრალია“   ვინც თავისიანად მიმიღო“

      ჩვენი სკოლის მერხებთან კი ნამდვილი ანგელოზები სხედან.

     რატომ გამახსენდა მაჭავარიანის სტრიქონები.

ერთი ჭარმაგი კაცის თვალებში სიხარულის ცრემლი ბრწყინავდა და როგორც გავარკვიე არავინ სწავლობდა მისი ამ სკოლაში.
ცნობისმოყვარეობამ მძლია და ვკითხე, ვისი პაპა ხართ-მეთქი, რადგან მოსწავლის მამის კვალობაზე ხანდაზმულად გამოიყურებოდა.

უცნაური პასუხი გამცა: ჩემი შვილიშვილები საქართველოში არ ცხოვრობენ თუმცა ეს ბავშვები სულ ჩვენები არ არიან რა ძალიან ბევრი ჩვენა ვართო. ჩამწყდა გული და მეც ყელთან ცრემლის წამოსასვლელი ბურთი მომადგა და სწორედ იმ დროს ჩვენმა გოგო-ბიჭებმა დასჭექეს კახური მრავალჟამიერი. შედეგ კი ფაფახიანმა ჩოხოსნებმა საოცარი ცეკვით დაგვავიწყეს აქაურობის დემოგრაფია და სიცოცხლეზე ფიქრი.

როგორც გრიგოლ რობაქიძე იტყოდა:

„ეს ცეკვები რჩეულობაა რასის

ასე სხვა ქვეყნის შვილები ვერ იცეკვებენ“

გვახარებს ყველას ცისფერი აივნიანი შენობის სითბო და სიხასხასე რწმენა და იმედი. და ერთადერთი სათხოვარი მაქვს ყველა ჩემს მოწაფესთან, ამ სოფლის მკვიდრთა ყველა შთამომავალთან, და რაკი ჩვენს თენგიზ მორჩიაულზე უკეთ ვერ ვიტყოდით  სათქმელს მისი სტრიქონებით მოვეფერები და შევახსებ ყველას.

ესეც თენგიზ მორჩიაული:

  „მე ერთი პაპა მყავდა რჩეული გვარ-ტომთა

   უყვარდა გაზაფხული ყვავილთა ფანტელები

   სულ იმას იძახდა, სულ იმას ამბობდა

  ვაი რა ცოტანი ვართო დღეს ქართველები.

  მას ჰყავდა ცხრა შვილი

                ოჯახის ფუფუნებად,

                მაღალნი

                           ლამაზნი

                                      ჭკვიანნი

                                                ჯანმრთელები.

და მაინც ბერიკაცი სულ იმას ბუხუნებდა

ვაი, რა ცოტანი ვართ დღეს ქართველები.

და თუმცა ცოტანი ვართ, ნურავის ეგონება

უკვალოდ ჩაკირულა ბებერი პაპის ძვლები

სულ სულში მიკიჟინებს წინაპრის შეგონება

ვამრავლოთ, ვამრავლოთ, ვამრავლოთ ქართველები.

გამიმრავლდით ქვემო მაჩხაანელებო. თქვენი კარმიდამო, ხილით და ჭირნახულით დაიხუნძლოს, ჩვენი სკოლა კი თვალხატულა გოგო-ბიჭებით. რათა ამ სოფლის წარუხოცელი სილამაზე სილამაზედ დარჩეს და არ შენელდეს ბედნიერი ბავშვების ჟრიამული ჩვენს ულამაზეს სკოლაში“,- წერს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მაია იასეშვილი.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება