მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაჩხაანის საჯარო სკოლაში სხვადასხვა საინტერესო აქტივობები ხშირად იმართება.
ამჯერად, მოსწავლეებმა ღონისძიება შემოდგომას მიუძღვნეს. უფროსკლასელებმა ისაუბრეს მაჩხაანის ისტორიულ წარსულზე, პატარებმა ლექსები წაიკითხეს. საშემოდგომო ზეიმის მიმდინარეობაში ყველა უდიდესი მონდომებით, ხალისითა და ინტერსით ჩაერთო. მოსწავლეებმა დრო ნაყოდიერად გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
შეგახსენებთ, რომ სკოლის ახალი შენობა მიმდინარე სასწავლო წელს საზეიმოდ გაიხსნა.
„თანამედროვე სტანდარტებით აგებული ულამაზესი ქართული ჩუქურთმებით გაწყობილი სკოლა გულს უხარებს დიდებსაც და პატარებსაც.
შემოდგომამ თავისი ფერები შეჰმატა საერთო განწყობას და ოქტომბერი ისე როგორ ჩაივლიდა, რომ ახალ სივრცეში შემოდგომის მობრძანება არ ეზეიმათ. ყველამ თავისი წვლილი შეიტანა და აი, ხალიჩებითა და ფარდაგებით მორთულ ეზოში, ასწლოვანი კაკლის სიახლოვეს, კიდევ ერთხელ გაისმა კახური „მრავალჟამიერი“, უფროსკლასელებმა ისაუბრეს მაჩხაანის ისტორიულ წარსულზე, პატარებმა ლექსები წაიკითხეს შემოდგომაზე, უმღერეს ყვითელ ფოთლებს და თან ჩუმად აპარებდნენ თვალს თათარის ქვაბისკენ, სადაც ვენერა ბებო უკვე ავლებდა ძაფზე ასხმულ ჩურჩხელებს - სწორედ ის ეგულებოდათ დამსახურებულ ჯილდოდ.
ყველაფერი ისე დასრულდა, როგორც კახურ შემოდგომას შეეფერება და კიდევ ერთი ლამაზი დღე ჩაიწერა სკოლის ისტორიაში“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცლებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა