TOP ნიუსი
სიახლეები
სიახლეები

ლექსები ანბანზე - დამხმარე რესურსი მასწავლებლებისთვის
27-10-2022
-
+


შემოდგომით სკოლებში ანბანის შემობრძანებას აღნიშნავენ, პირველკლასელებს მასწავლებლები ანბანეთის ჯადოსნურ სამყაროში ამოგზაურებენ და ცდილობენ, „აი ია“-დანვე შეაყვარონ პატარებს ქართული უნიკალური დამწერლობა. etaloni.ge გთავაზობთ ლექსებს ქართულ ანბანზე, რომლებიც მოსწავლეებს მშობლიურ დამწერლობას მეტად შეაყვარებს:

ჩვენი ტკბილი დედაენა

აშრიალდა კოხტა წიგნი,
არაკრაკდა ბროლის წყარო:
-შენ ხომ ჩვენი ანბანი ხარ,
სიმღერებით მომდინარო!

აღუღუნდა „ანი,“ ბანი,“
მღერის „ვინი,“ „ზენი,“ „თანი“ ...
მათ სიმღერებს ბანს აძლევენ,
მშობლიური ქვეყნის მთანი.

სუყველანი აქ არიან,-
მოხატულნი სასოებით,
„პარი,“ ჟანი, „ შინი,“ „ჩინი“...
ყველა ჩვენი თვალისჩინი!

ჩვენი წიგნი -ასე ვრცელი,-
ცა რომაა, იმოდენა,-
წიგნთა წიგნი, წიგნთა მეფე,-
ჩვენი ტკბილი დედანა!

                      ნესტან კუპრავა


*****
აი ია,
აი, ია
რა ლამაზი
ყვავილია,
მინდორშიაც,
ბაღჩაშიაც,
ჩემს წიგნებშიც ყვავის ია!
სადაც თვალით შემიხედავს,
სადაც ფეხით გამივლია,
ყველგან ვნახე და ყველგან ვთქვი:
- აი ია,
აი, ია!
ია თურმე დედის ცრემლზე
ამოსული ყვავილია.

                   გიორგი წერეთელი

აი ია

როგორც მერცხლის კოხტა ბუდე
შვენის სახლებს აივნიანს,
ისე შვენის წიგნის ფურცელს
„აი ია“, „აი ია".

საქართველოს უკვდავება
მოჩქეფს, განა დაილია,
დედასავით შევიყვარეთ
„აი ია“, „აი ია".

მომავალი თაობები 
აივლიან, ჩაივლიან,
სულ იქნება ჩვენს მამულში
„აი ია“, „აი ია“.

                     ავთანდილ გურგენიძე


ქართული ანბანი

ოცდაცამეტი მზე არის ,
ოცდაცამეტი სამყარო,
მე გულში უნდა ჩავიკრა
და დედამიწას ვახარო:

ჩემი ქართული ანბანი,
საოცარია, მზეგრძელი
და მე ამ განძის შეგრძნება,
გულით შეცნობა შევძელი!

ოცდაცამეტი მზე არის,
ოცდაცამეტი სამყარო!
ოცდაცამეტი მზე არის,
ოცდაცამეტი სამყარო!!

ოცდაცამეტი მზე არის,
ოცდაცამეტი სამყარო!!!

                        ნათია აბულაძე

ანა ანბანს სწავლობს

არა გახარებთ განაო?-
ანბანს სწავლობს ანაო.
სხაპასხუპით რაკრაკებს
„იას“, „აი იასო,“
წიგნს კითხულობს გოგონა
ლამაზფურცლებიანსო.
სიხარულით ისწავლა
მშობლიური ანბანი,
ყველას უნდა ვუამბო
მისი გარჯის ამბავი,
თუ როგორ გაიხარა,
თუ როგორ გაიხარა,
სიტყვები რომ ისწავლა
მან მძივებად ასხმული:
„დედაენა,“ „სამშობლო,“
„საქართველო,“ „მამული.“

                            ნესტან კუპრავა

 




კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება