სიახლეები
სკოლები

იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში პროექტის - „ნაბიჯი მომავალში“ შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა
27-10-2022
-
+


იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტები ხშირად იმართება, რომლებშიც სასკოლო საზოგადოება აქტიურად მონაწილეობს.

ამჯერად სკოლაში პროექტის - „ნაბიჯი მომავალში“, შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა.

პროექტი „ახალი სკოლის მოდელის" ფარგლებში მიმდინარეობდა. პროექტს შემდეგი ჯგუფის შემადგენლობით განხორციელდა: მურად ჯიშკარიანი,მარინე რუსაძე, მარინე ჭეიშვილი, ნანა გვალია, ლია გვილავა, ნათია გვეტაძე, მაია ფანცხავა, თამთა ხაჭაპურიძე. პროექტის კოორდინატორი- „ახალი სკოლის მოდელის" ექსპერტი ლიდერობის მიმართულებით თამაზ ცხადაძე.

პროექტის მიზანი სკოლის კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, კვლევა და პოპულარიზაცია იყო და მასში ჩართულნი იყვნენ I-XI კლასის მოსწავლეები - სასკოლო თემი.

კონფერენცია მარინე რუსაძემ გახსნა. მან საზოგადოებას გააცნო მუშაობის განრიგი და კონფერენციის მიზანი.

„კონფერენციას ესწრებოდნენ სკოლის სასიქადულო კურსდამთავრებულებისა და პედაგოგების შთამომავლები და ოჯახის წევრები: ბატონი კონსტანტინე ოცხელი, გ. ახვლედიანის სახელობის წყალტუბოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დამაარსებელი და პირველი დირექტორი ციალა ღვინიანიძე (გიორგი ახვლედიანის შვილობილი), ქალბატონი ლია ქურციკიძე (არსენ ფოჩხუას მეუღლე); ქუთაისის მუნიციპალიტეტი მერიისა და საკრებულოს, ქუთაისის მუზეუმებისა და სხვადასხვა კულტურული ორგანიზაციების წარმომადგენლები: სკოლის კურსდამთავრებული, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ბატონი ბექა ქებულაძე; აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი მაია ახვლედიანი;

განსაკუთრებით გვინდა აღვნიშნოთ, ბატონი მურთაზ ჭუმბურიძის, ქალბატონების მზია ხუნდაძის, ლალი ღვინეფაძისა და ინეზა ავალაინის მხარდაჭერა ამ პროექტისადმი. მათი ძალისხმევითა და დახმარებით, პროექტის მონაწილეებმა ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციები მოიძიეს და ასევე შესაძლებელი გახდა იოსებ ოცხელისა და სხვა სასიქადულო პედაგოგების შთამომავლებთან დაკავშირება და მათი ჩართვა პროექტში.

აღსანიშნია, ქუთაისის ეროვნული არქივის დირექტორის, ბატონი მერაბ კეზევაძის როლი ამ პროექტში, რისთვისაც უღრმესი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენი სკოლის სახელით. ბატონი მერაბის დახმარებით, მონაწილეებმა არქივში მოიძიეს ისეთი ინფორმაციები, რომლებიც უცნობი იყო ფართო საზოგადოებისთვის და აღნიშნეს კიდეც, რომ მათ პირდაპირ საარქივო მასალების საფუძველზე მოამზადეს მოხსენებები.

კონფერენციას ვიდეომიმართვით მიესალმნენ სილოვან ხუნდაძის შთამომავლები, ქალბატონები ეკა ასათიანი (შვეიცარიიდან) და სალომე ხუნდაძე. კონფერენციას წარმატება უსურვა ქალბატონმა ლალი ღვინეფაძემ, კლდიაშვილების შთამომავალმა და სახლ-მუზეუმის დირექტორმა.

შემაჯამებელ ღონისძებაზე გაჟღერდა რამდენიმე საინტერესო ინიციატივა, მათ შორის სახელობითი სტიპენდიების დანიშვნის შესახებ. კონფერენციის მსვლელობისას დრო და დრო ნაჩვენები იყო პანდემიის პირობებში შექმნილი ვიდეორგოლები.

კონფერენციაზე მომხსენებლებმა ძალიან საინტერესო მოხსენებები წარადგინეს და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს ჩვენი სკოლის დიდ ისტორიას, რომელიც უკვე 140 წელზე მეტს ითვლის. აქ წარმოდგენილ თემებში წარსული და სკოლის მესვეურთა ცხოვრება და მოღვაწეობა გაცოცხლდა. აღნიშნულ თემებზე ჩვენი სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები თითქმის ორი წელი მუშაობდნენ ეროვნულ არქივში, საჯარო ბიბლიოთეკაში, ქუთაისის მუზეუმებსა და სკოლის მესვეურთა შთამომავლების ოჯახის წევრთა საოჯახო არქივში, სადაც ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაციები მოიძიეს, რომლებიც ჯერ ფართო საზოგადოებისთვის არ ყოფილა ცნობილი. აღსანიშნავია, რომ კონფერენციაზე წარმოდგენილი თემები, უახლოეს პერიოდში დაიბეჭდება კრებულის სახით და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება მათი გაცნობა. ჩვენი სკოლის სახელით მადლობას ვუხდით ამ პროექტში მონაწილე ყველა პირს, რომელთა ჩართულობითა და დაუზარელი შრომით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფურცელი ჩაიწერა სკოლის ისტორიის დიდ წიგნში.

კონფერენციაზე მოხსენებები წარადგინეს:

  • „სილოვან ხუნდაძე“ - ა. მელქაძე, ა. ტურაბელიძე, მ. ავალიანი - X2 კლასი /პედაგოგი მარინე ჭეიშვილი /
  • „ვიქტორ ნოზაძე“ - ლ. ბანძელაძე, ლ. ბაქრაძე - X2 კლასი /პედაგოგი მარინე ჭეიშვილი /
  • „გრიგოლ კოსტავა“ - ა. მიქაბერიძე, რევიშვილი X2 კლასი /პედაგოგი მარინე ჭეიშვილი /
  • „სევერიან ბუაძე“ - ნ. ყურაშვილი, ლ. გუმბერიძე - X2 კლასი /პედაგოგი მარინე ჭეიშვილი /
  • „სერგო კლდიაშვილი“ - ა. სვანიძე - IX4 კლასი /პედაგოგი თამარ გუმბერიძე /
  • „გიორგი ახვლედიანი“ - ა. დვალიშვილი - VIII2 კლასი /პედაგოგი ბელა ხეცურიანი /
  • „არსენ ფოჩხუა“ - ლიკა ჯაფარიძე
  • „იოსებ ოცხელის შემოქმედება“ - ნატალი ჯავახაძე VIII6 კლასი /პედაგოგი ანა გოგავა/
  • „ერთი ფოტოს ისტორია“ - ნანა ხარშილაძე
  • „არასაგაკვეთილო პროცესის ორგანიზება გიმნაზიაში“ - ნინო დათაშვილი
  • „დია ჩიანელი“ - ნ. ნაცვლიშვილი - X3 კლასი /პედაგოგი თამარ ჭუმბურიძე /
  • „არნოლდ ჩიქობავა“ - ნ. ნიკურაძე - IX3 კლასი /პედაგოგი თამარ დარსაველიძე /
  • „დიმიტრი უზნაძე“ - ნათია დევიძე, ნათია ბრეგაძე
  • „დავით ლორთქიფანიძე“ - თ. იობიძე, მ. ხონელიძე
  • „აკაკი ვასაძე“ - მ. ყიფიანი - VII4 კლასი. /პედაგოგი თამთა ხაჭაპურიძე /
  • „კონსტანტინე გამსახურდია“ - ნ. ხარაიშვილი, მ. თევდორაძე- X1 კლასი /პედაგოგი მაია რუსაძე /
  • „ალექსანდრე გარსევანიშვილი“ - კ. კორძაძე - VI2 კლასი /პედაგოგი ნათია გვეტაძე /
  • „პეტრე ქავთარაძე“ - მ. მამრიკიშვილი - XI2 კლასი /პედაგოგი მარინე ჭეიშვილი/
  • „პლატონ შუშანია“ - ნ. გაბიძაშვილი, ა. გოდერიძე - VIII3 კლასი /პედაგოგი ნანა ხარაბაძე /
  • „კონსტანტინე ერისთავი“ - ს. ჯინჭველაშვილი - IX5 კლასი /პედაგოგი ნათია შვანგირაძე /“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ წერილში.
იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

 აქვთ თუ არა კლასის დამრიგებლებს სასწავლო წლის დასაწყისში კრების ჩატარების ვალდებულებ

მაგისტრატებს დაფინანსებისთვის განცხადების გაკეთება დაიწყო - დეტალები

უნივერსიტეტს უფლება არ აქვს, უარი უთხრას სტუდენტს დასწრებით სწავლებაზე - მინისტრის ბრძანება

განისაზღვრა დისტანციური სწავლების სინქრონული და ასინქრონული ფორმები

„12 ათასამდე მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტურა“ - 2022 წელს პედაგოგთა გამოცდის შედეგების სტატისტიკა ბოლოჯერ გამოქვეყნდა

პიროვნება

„ვისაც წელს არ გაუმართლა და ვერ გახდნენ სტუდენტები, ვეტყოდი, რომ არასდროს დანებდნენ! ადამიანი არის საოცარი ქმნილება, რომელსაც შეუძლია არ დანებდეს 


სკოლები
დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტური ცხოვრების დაწყებას დიდი სიყვარულით ულოცავენ
საინტერესო

ახალი სასწავლო წლის პირველი გაკვეთილი - როგორ აქციოთ სკოლაში დაბრუნება სასიამოვნო მოვლენად? 

როდის იწყება უნივერსიტეტებში პირველკურსელთა რეგისტრაცია - დოკუმენტების ჩამონათვალი, ვადები და სხვა დეტალები 

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

სიახლეები
საზოგადოება