სიახლეები
სკოლები

ფოთის N7 საჯარო სკოლის პირველკლასელებს პედაგოგებმა ანბანის სწავლის დაწყება დღესასწაულად უქციეს
27-10-2022
-
+


გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ფოთის N7 საჯარო სკოლის პირველკლასელებისთვის ანბანის სწავლის დაწყება დაუვიწყარი აღმოჩნდა. 

I კლასის მასწავლებელმა, ნანა შენგელიამ და I კლაისის პედაგოგმა, ნინო ჩიქობავამ თავიანთ მოსწავლეებს ჯადოსნური გარემო შეუქმნეს.

პირველკლასელებმა ანბანის სამყაროში მოგზაურობა დიდი სიხარულით დაიწყეს.

„ჩამოვიტანე ავი ჭაობის ციება, მაგრამ თანაც ჩამოვაცოცე ვეებერთელა რვეული, გაჭიკნილი ხალხური ზღაპრებით, არაკებით, ლექსებით და შევუდეგ „დედაენის“ შედგენასა და გამოცემასა“ - ასე აღწერს იაკობ გოგებაშვილი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წიგნის მომზადების პროცესს, წიგნის, რომელიც დღეს, თანამედროვე საგანმანათლებლო თეორიების ჭრილიდან შეფასებისასაც, არ კარგავს თავის აქტუალურობას, წიგნი, რომელიც ალბათ ყველაზე მარტივი და გენიალური ქართული ლინგვისტური ფორმულით იწყება, სადაც ორი ხმოვნით გადმოცემულია წინადადება - აი ია.

ჩვენი პატარებისათვის ასეთი მნიშვნელოვანი სახელმძღვანელოს პირველი ფურცელი გადაიშალა და ეზიარნენ „აი იას“ ზღაპრულ სამყაროს ჩვენი პატარები.

I კლასის მასწავლებელმა ნანა შენგელიამ და I კლასის მასწავლებელმა ნინო ჩიქობავამ დაუვიწყარი, ჯადოსნური გარემო შეუქმნეს თავიანთ მოსწავლეებს, ალბათ არასოდეს დაავიწყდებათ მათ ანბანის პირველი ასოს შეცნობა, სწავლა საინტერესო თავგადასავლად უქციეს პედაგოგებმა საკუთარ მერცხლებს, როგორც თავად ეძახიან პატარებს.

გაკვეთილები დატვირთული იყო მრავალფეროვანი, საინტერესო და სახალისო აქტივობებით. გააცოცხლეს გოგებაშვილი, მოირგეს პერსონაჟთა როლები, მიუძღვნეს ლექსები დედაენას, მოეფერნენ და გაეცნენ მშობლიური ენის ისტორიასა და მნიშვნელობას.

გაკვეთილები იყო არა მხოლოდ შემეცნებითი და საინტერესო, არამედ ემოციურად დატვირთული და დაუვიწყარი პირველკლასელთათვის, თითქმის გაუტოლდა მათი სკოლაში პირველად მოსვლის შეგრძნებებს.

დირექცია უზომო კმაყოფილებას გამოხატავს ნანა და ნინო მასწავლებლის მიმართ და უსურვებს მათ წარმატებას თავიანთ პატარებთან ერთად“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები და ვიდეომასალა:

 

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება