სიახლეები
სკოლები

ჭიათურის N7 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს
28-10-2022
-
+


ჭიათურის N7 საჯარო სკოლის პირველ კლასში მრავალფეროვანი აქტივობებით დატვითული საზეიმო გაკვეთილი ჩატარდა.

პირველკლასელებმა ანბანის სწავლის დაწყება განსაკუთრებულად დაიწყეს და ქართული ასოების ჯადოსნურ სამყაროში შეაბიჯეს.

აღსანიშნავია, რომ პირველკლასელებმა ანბანის სწავლა განსაკუთრებულად მორთულ საკლასო ოთახებში დაიწყეს, რამაც მათი საზეიმო განწყობა კიდევ უფრო აამაღლა.

„თვალციმციმა პირველკლასელები მუდამ სულმოუთქმელად ელიან ანბანის შემობრძანებას. ეს ცერემონია მათ ცხოვრებაში ახალი და ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპის დასაწყისია. ამ დღიდან ხომ იმ დიდ მისიას შეუდგებიან-ხოლმე, წერა-კითხვის სწავლა რომ ჰქვია და სამყაროს შეცნობის დიდ შესაძლებლობებს რომ სთავაზობს თითოეულს. კოპწიად მორთული გოგო-ბიჭები უჩვეულოდ გაფერადებულ საკლასო ოთახს დილიდან გაფართოებული თვალებით შეჰყურებდნენ.

ჭერიდან ყვავილებად ჩამოშლილი 33 ასო თავზე დასცქეროდა მათ და ისინიც სუფთა, გულწრფელი მზერით უცქერდნენ. ამ ასო -ბგერებშია ჩაკირული საუკუნო სიბრძნე! მათთვის გასაგებ ენაზე ხსნიდა მასწავლებელი, რომ ქართული უნიკალური ენაა, რომ მისი შეცნობა და გამოყენება დიდი პატივია და რომ ისინი კიდევ ერთი ჯგუფია მისიონერებისა, რომელთაც ქვეყნის საგანძურის გაფრთხილება ევალებათ. თბილი და მგრძნობიარე იყო ნანა მასწავლებლის ხმა! ტკბილი და მღელვარე იყო ქეთევან მასწავლებლის ყოველი სიტყვა! საამურად ჟღერდა ორივე კლასში ქართული ჰიმნი! მხიარულება კი მაშინ დაიწყო, როცა ანბანი მატარებლით შემოჩუქჩუქდა. ასო-ბგერები სხვადასხვა ვაგონებიდან უქნევდნენ ხელს პატარებს. ერთი სახალისო ინციდენტიც მოხდა! პატარა გოგუცუნას თავის წარმოსახვაში, როგორც ჩანს, ანბანი განსხეულებულად წარმოედგინა. მიუხედავად დაფაზე შემოსკუპებული ფერადი ასო-ბგერების ხილვისა, მზერას არ აშორებდა კარს, როდის შემობრძანდებოდა ვინმე დიდებული. გაკვეთილის ბოლოს, როცა გადაშლილი წიგნის ფორმის ტორტი შემოტკბილუნდა, აღფრთოვანებულმა თქვა: - აი, მობრძანდა ანბანი! ბედნიერი ბავშვობა, მშვიდობიან ქვეყანაში წარმატებული მომავალი გვინდა ვუსურვოთ ჩვენი სკოლის და მთელი ქვეყნის პირველკლასელებს. დაე, სამი ღვთაებრივი საუნჯის გაფრთხილება საკუთარ მოვალეობად და ცხოვრების მიზნად ექციოთ ილიას ანდერძისამებრ, რომ ქართველმა ერმა შეძლოს უკეთესი მერმისის შექმნა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წაიკითხეს საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით იგავ-არაკები წაიკითხეს და განიხილეს


ხელფასი 6570 ლარია - დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე კონკურსს განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი აცხადებს

ვალდებულება მთავრობამ 2026 წლის 1-ელ ოქტომბრამდე უნდა შეასწრულოს

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ ნათლად გაიაზრეს მხატვრული ლიტერატურის კითხვის მნიშვნელობა 

ხიზაბავრის საჯარო სკოლაში ჩატარდა კონფერენცია თემაზე: „დავით IV აღმაშენებელი მეფე მწიგნობარი"

მოსწავლეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ცოდნა დიდი სახელმწიფო მოღვაწის და მხედრთმთავრის შესახებ

საინტერესო

უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე

თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი  - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?

სიახლეები
საზოგადოება