სიახლეები
სკოლები

დაბა შუახევის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოსდაცვით პროექტში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
28-10-2022
-
+


დაბა შუახევის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო პროექტებში აქტიურად მონაწილეობენ.

ამჯერად სკოლის 7 მოსწავლე პროექტში - „მწვანე ბანაკი“ მონაწილეობდა, სადაც მუნიციპალიტეტიდან 25 მოსწავლე იყო ჩართული.

პროექტი გასულ სასწავლო წელს ონლაინ რეჟიმით მიმდინარეობდა. მოსწავლეებისთვის საინტერესო იყო იმ აქტივობებში მონაწილეობა, რომელიც დაგეგმილი იყო პროექტის ფარგლებში.

ამზადებდნენ ვიდეორგოლებს მუნიციპალიტეტის ისტორიის წარმოსაჩენად და ტურისტების მოსაზიდად.

„მოსწავლეებმა ისწავლეს და მოამზადეს პროექტი - „დედამიწა ჩვენი სახლია“. დაესწრნენ ფოტოხელოვნების მასტერკლასს. გაიმართა 2 ტურად ინტელექტუალური თამაში  - „რა, სად, როდის?“, სადაც მესამე ადგილი მოიპოვა ჩვენმა გუნდმა, სახელად „განდაგანა“, რომლის სლოგანიც იყო: „ჩვენ ვართ გუნდი განდაგანა, გაგაკვირვებთ თანდათანა!“ გუნდ „განდაგანას“ ხელმძღვანელობდა დაბა შუახევის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლია ქამადაძე.

პროექტის ფარგლებში ბოლო შეხვიდრისას გაიმართა საზეიმო დაჯილდოებაც ონლაინ რეჟიმში.

გუნდმა „განდაგანამ“ მოიპოვა წარმატება, რისთვისაც დაგვიანებით მივიღეთ სიგელები. მადლობა ყველა ორგანიზატორს: ირმა გაბინაშვილს, მაკა ქემხაძეს, პაატა კომახიძესა და სხვებს“, - აღნიშნეს სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება