სიახლეები
სკოლები

„მედიაწიგნიერების დღეები“- გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა
28-10-2022
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში მედიაწიგნიერების კვირეულის აღნიშნვას შეუერთდნენ. 

სკოლაში პროექტის - „მედიაწიგნიერების დღეები“ შემაჯამებელი ღონისძიება ჩატარდა. მასში მე-9-მე-12 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

ღონისძიების ფარგლებში, მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაცია თემაზე - „მედიაწიგნიერება/მედიაგანათლება“; ილუსტრაცია თემაზე - „მედიაწიგნიერება ჩვენი თვალებით“. ჩაატარეს გამოკითხვა თემაზე - „ინფორმაცია/მედიაწიგნიერება“. მთელი კვირის განმავლობაში, მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით მუშაობდნენ. მათ მუშაობის პროცესში ინტერნეტწყაროებიც გამოიყენეს. 

შემაჯამებელ ღონისძიებაზე აქტიური ჩართულობისა და მიღწეულ შედეგებისთვის, მოსწავლეები დააჯილდოვეს. პროექტს ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ნარგიზ პოდოსიანი ხელმძღვანელობდა.
 
„აღსანიშნავია ფაქტი, რომ ისინი სამუშაო პროცესში არამხოლოდ იღებდნენ თეორიულ ცოდნას მედიაწიგნიერებაზე, არამედ პრაქტიკულადაც სწავლობდნენ ყალბი და ნამდვილი ინფორმაციის ამოცნობას/ ინფორმაციაზე კონტროლს. შემაჯამებელ ღონისძიებაში კი, მოსწავლეებმა გააზიარეს როგორც ძირითადი თემის შესახებ ინფორმაცია, ასევე საინტერესო ფაქტები და დეტალები საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცნობილია, რომელ რეგიონებში იწვიმებს და რა ტემპერატურას უნდა ველოდოთ უახლოესი დღეების განმავლობაში

ნაშრომი, რომლის მოცულობაც 150 სიტყვას არ აღემატება, გარკვეული კრიტერიუმებით არ შეფასდება

საგამოცდო კრებულები ყველა საგანში 2025 წლის აბიტურიენტებისთვის 

ლექსები დედაზე, რომლებიც პედაგოგებს ღონისძიების დაგეგმისას დაეხმარებათ

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს წიგნის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე შთააგონებენ

ქსოვრისის საჯარო სკოლაში დავით აღმაშენებლის ხსენების აღსანიშნავი კვირეულის ფარგლებში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის მრავალფეროვანი აქტივობები მოეწყო

 ჩხორიის საჯარო სკოლაში ინტერნეტ უსაფრთხოების დღე აღინიშნა

„ეს დღე გამორჩეული და საინტერესო ფურცლად ჩაიწერა სკოლის ცხოვრებაში“

ერკეთის საჯარო სკოლაში ქალ - მეცნიერთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს

საინტერესო

უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე

თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი  - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?

სიახლეები
საზოგადოება