სიახლეები
სკოლები

ძეძილეთის საჯარო სკოლის პირველკლასელებს ანბანის სწავლის დაწყება ზეიმად ექცათ -პატარები უნიკალური წიგნი-რვეულით-„პირველკლასელთა აკადემია“ დასაჩუქრდნენ
28-10-2022
-
+


ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეძილეთის საჯარო სკოლ​ის დირექცია და პედაგოგები ორიენტირებულნი არიან მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდაზე.​ სკოლაში, განსაკუთრებით, ყველაზე პატარების - პირველკლასელთა სწავლისადმი ინტერესის ამაღლებაზე ზრუნავენ და ცდილობენ ცოდნის სამყაროში მათი პირველი ნაბიჯები მომავალი წარმატების მყარ ფუნდამენტად იქცეს. 

სწორედ ამიტომ, პედაგოგებმა პირველკლასელებს ანბანის სწავლის დაწყება ზეიმად უქციეს და უნიკალური წიგნი-რვეულით - „პირველკლასელთა აკადემიით“ დაასაჩუქრეს. პატარებისთვის საჩუქრების შესყიდვა აკადემიკოს ბიძინა ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა გოჩა ბაკურაძემ უზრუნველყო.

პირველკლასელებმა სახელმძღვანელო დიდი სიხარულით მიიღეს, წიგნი მათ პირველი კლასის პროგრამის ათვისებაში დაეხმარება და შეასრულებს მთავარ მიზანს, შეაყვარებს სკოლასა და სწავლას. ეს სკოლაში კარგად იციან, ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ სახელმძღვანელო ყველა პირველკლასელს ჰქონდეს.

აღსანიშნავია, რომ „პირველკლასელთა აკადემიამ“, რომლის ავტორი „ეტალონის“ სულისჩამდგმელი და სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი გოჩა ტყეშელაშვილია, უკვე მოიცვა მთელი საქართველო. ათეულობით მუნიციპალიტეტში აპრობირებული წიგნი-რვეული, როგორც პირველი კლასის პროგრამის ასათვისებლად ბრწყინვალე დამხმარე, ისე ბავშვის სასკოლოდ მოსამზადებლად საუკეთესო რესურსია. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება

სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება