სიახლეები
სკოლები

წყალტუბოს N1 სკოლა მედიაწიგნიერების კვირეულს საინტერესო გაკვეთილებით შეუერთდა
31-10-2022
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მედიაწიგნიერების კვირეული აღნიშნეს. 

ამ თარიღთან დაკავშირებით, სხვადასხვა საინტერესო აქტივობა გაიმართა. 

მე-11 კლასში ინგლისურ ენაში გაკვეთილი - Media literacy and Copyrights ჩატარდა. მოსწავლეებმა ისაუბრეს რა არის მედია, მედიაწიგნიერება, საავტარო უფლებების დაცვა. საინტერესო მოსაზრებები გამოთქვეს და შეისწავლეს, როგორ გაარჩიონ და გადაამოწმონ ყალბი და ნამდვილი ამბავი. გაკვეთილის ბოლოს აპლიკაცია kahoot.it-ის გამოყენებით, მოსწავლეებმა ონლაინ ტესტირება Fake or Real გაიარეს. 

ინგლისური ენის პედაგოგი თამთა თუთბერიძე, ხოლო კლასის ხელმძღვანელი ინგა არაბიძეა. 

მე-8 კლასში ქართულისა და ხელოვნების ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა. მოსწავლეებმა ინტერნეტში მოიძიეს ლეგენდარულო მსახიობის უშანგი ჩხეიძის მიერ წაკითხული ტექსტი - ლექსი „ვეფხვისა და მოყმისა“, შეადარეს სახელმძღვანელოში წარმოდგენილს, ჩაინიშნეს განსხვავებები - ვინ არის მთხრობელი, იცვლება თუ არა მთხრობელი ტექსტში. დაადგინეს რა ლექსიკური, გრამატიკული და შინაარსობრივი განსხვავებებია ამ ორ ტექსტს შორის. ასევე, სახელმძღვანელოში წარმოდგენილი ლექსი შეადარეს ქართველი მომღერლის ილია ზაქაიძის მიერ ნამღერ ტექსტს, შემდეგ კი უშანგი ჩხეიძისა და ილია ზაქაიძის ტექსტები შეადარეს ერთმანეთს, ისაუბრეს მსგავსება-განსხვავებაზე. 

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - დოდო ხაჩიძე, ხოლო ხელოვნების - თეა კაკაბაძეა.

იხილეთ ფოტოები:
 

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რა გაკეთდება იმისთვის რომ სკოლებამდე და ბაღემადე მისასვლელი გზა მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლებისსთვის უსაფრთხო იყო

რა შემთხვევაში მიმართავს სკოლის დირექტორი რესურსცენტრის უფროსს შუამდგომლობით

ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება

სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში

ვინ ვერ გამოიყენებს მასწავლებელთა გამოცდაზე მიღებულ შედეგს - შეზღუდვა და განმარტება კანონიდან

პიროვნება

გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან

სკოლები

პროექტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლების, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის შეიქმნა და STEM საგნებისადმი ინტერესის გაღვივებას ემსახურება

პროექტის ხელშემწყობი და მრჩეველი - სკოლის დირექტორი - ქალბატონი შორენა მუზაშვილი გახლავთ

ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა ღონისძიება საქართველოს ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებაზე ჩაატარეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება
Loading...