თბილისის N62 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის მართლწერის კონკურსი გაიმართა
01-11-2022
დაკოპირებულია
-
+
ჟიული შარტავას სახელობის ქალაქ თბილისის N62 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე აქტიურად ზრუნავენ.
ინგლისური ენის უფროსმა მასწავლებლებმა - ლიზი ბაზუაშვილმა და ხათუნა დოლიძემ მე-5 კლასის მოსწავლეებს სიახლე შესთავაზეს და სხვა ქვეყნებში წარმატებით აპრობირებულ კონკურსში ჩართეს.
Spelling bee - ამერიკული პროექტია, რომლის საშუალებით მოსწავლეები ერთმანეთს მართლწერაში ეჯიბრებიან. შეჯიბრების არსი ის არის, თუ რამდენად სწორად დამარცვლავენ მოსწავლეები სიტყვას, რომელიც იწერება სხვანაირად და გამოვთქვამთ სხვანაირად.
მასწავლებლებმა პირველ ეტაპზე შიდაკონკურსი კონკრეტულ ოთხ კლასში ჩაატარეს, გამოვლინდნენ გამარჯვებულები.
მეორე ეტაპზე კლასის გამარჯვებულები ერთმანეთს შეეჭიდნენ. მოსწავლეები კონკურსის მიმდინარეობაში დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ, მათ შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
ჟიურიმ გამოავლინა გამარჯვებული მოსწავლეები, რომლებიც შესაბამისი ხარისხის სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.
გამარჯვებულები არიან:
ნიკოლოზ ბარამიძე - (მე-51 კლასი, დამირგებელი - მედეა იაგანაშვილი);
მე-2 ადგილი - სანდრო ბლუიშვილი (მე-53 კლასი, დამირგებელი - ეკა ზაზაშვილი);
მე-3 ადგილი - მარიამ დავითაია (მე-52 კლასი, დამირგებელი - ხათუნა დოლიძე).
გარდა ამისა, მე-54 კლასს აქტიურობისთვის სკოლის სიგელი გადაეცა, კლასის დამირგებელი ფატი ჩიტიანია.
სკოლა გამარჯვებას ულოცავს მოსწავლეებს და ამაყობს ახალგაზრდა, პროფესიონალი მასწავლებლებითა და მოტივირებული აღსაზრდელებით.