მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ნათქვამია, „რაც შენი თვალით არ გინახავს და შენი ყურით არ გაგიგონია, არ დაიჯერო.“ ამ სიტყვებს, ბერმა გაბრიელმა დაუმატა, რომ ხშირად თვალით ნანახიც და ყურით გაგონილიც არ დაიჯერება, რადგან, შეიძლება ერთმაც მოგვატყუოს და მეორემაც. წარმოიდგინეთ, როგორი წინდახედული და ბრძენი წინაპრები გვყავდა. საინტერესოა, ახლა, ისინი, ამ ეპოქაში რომ მოხვედრილიყვნენ, ამდენ ცრუ და მართალ ინფორმაციას როგორ გაარჩევდნენ ონლაინ სივრცეში? დარწმუნებული ვარ, ისინი, აქაც გონივრულად მოიქცეოდნენ და ყოველთვის გადაამოწმებდნენ ინფორმაციას პირველ წყაროსთან და ავტორთან. გაიგებდნენ, რამდენად სანდოა, ესა თუ ის ამბავი...
ჩემს თაობასაც ამას ვურჩევ. ნებისმიერი დადებითი თუ უარყოფითი ემოციების მიღმა, ხომ კონკრეტული ადამიანები დგანან. წარმოიდგინეთ, არასწორი ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, როგორ ნადგურდება და იღებს სტრესს პიროვნება. ის, ვერაფრით ახერხებს სიმართლის მტკიცებას, რადგან ამბავი ელვის სისწრაფით ვრცელდება - გვერდიდან გვერდზე, პროფილიდან პროფილზე. შემდეგ, ამ ფეიკნიუსების ქვეშ, თავს იყრიან ტროლები და ბოტები. რაც, კიდევ უფრო აძნელებს სინათლისკენ გამოცურვას. ჩვენს ქვეყანაში, ამის უამრავი მაგალითია: (...) ამ ყველაფერს კი, ხელს უწყობს ისიც, რომ ადამიანები ინფორმაციას არასწორად იგებენ. ზოგჯერ, მხოლოდ სათაურს კითხულობენ, მის აზრს ვერ წვდებიან და თავისებური ინტერპრეტაციით ავრცელებენ. ვფიქრობ, ყალბი ინფორმაციები 21-ე საუკუნის დაავადებაა. კი, ძალიან ძნელია ტყუილის და მართლის გარჩევა, მაგრამ ყველანაირად უნდა შევძლოთ ჩვენ ეს. არ უნდა გავხდეთ ყალბი ინფორმაციის მსხვერპლი, ან გამავრცელებელი. GOOGLE image search და tineye.com საიტებით ადვილად დავადგენთ ფოტო და ვიდეო მასალა ნამდვილია თუ ყალბი.
ამრიგად, ყოველთვის მივაქციოთ ყურადღება, რამდენად რეალურია ესა თუ ის კარგი, ან ცუდი ამბავი. ღირს, სოციალურ ქსელში, მისი გაზიარება?გვინდა, რომ წვლილი შევიტანოთ ადამიანების გულისტკენაში ჩვენი დეზინფორმაციის გავრცელებით? დავფიქრდეთ და ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენც. არ მოვახდენინოთ საზოგადოებაზე ნეგატიური ზეგავლენა ჩვენგან გაფრენილ ყალბ ინფორმაციებს. მითუმეტეს, 21-ე საუკუნეში, ადვილია ინფორმაციის მიღების გზების გადამოწმება“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ მოწოდებულ ესსეში.
იხილეთ ვიდეო და ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლის მესამეკლასელებმა დედებს სიმღერები მიუძღვნეს და 3 მარტი აღნიშნეს
გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
მოსწავლეები ორიგინალური და სახალისო ნომრებით წარსდგნენ მაყურებელთა წინაშე