მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, საკრებულოს დადგენილებით, ცვლილება შევიდა რომლის მიხედვითაც განისაზღვრა მოსწავლეების საკანცელარიო ნივთებით უზრუნველყოფის პროგრამა. დოკუმენტის თანახმად, სკოლის საკანცელარიო ნივთებით მომარაგდებიან შემდეგი კატეგორიის მოსწავლეები, 1-6 კლასების ჩათვლით;
„პროგრამით ისარგებლებენ: ა) იძულებით გადაადგილებული პირების (რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე), შახტში დაღუპული და დაშავებულთა(ვისაც ტრავმის შედეგად მიენიჭათ შშმ პირის სტატუსი) და სოციალურად დაუცველი ოჯახების, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 20 001 ქულას, პირველი-მეექვსე კლასის მოსწავლეები.
ბ) ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის შეფასების დოკუმენტის ინტერდისციპლინარული განხილვის საფუძველზე შედგენილი სამოქმედო გეგმის(ბავშვის ინდივიდუალური მხარდაჭერის გეგმა) შესაბამისად“, - აღნიშნულია ბრძანებაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
ღონისძიება საერთო სიხარულის, ტრადიციების, სულიერების და კეთილშობილური ღირებულებების გაზიარებად იქცა