„პედაგოგთა ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები სამინისტრომ უნდა განსაზღვროს“ - ბრძანება
02-11-2022
დაკოპირებულია
-
+
საქართველოს პარლამენტმა, სახალხო დამცველის ანგარიშის საფუძველზე შეიმუშავა რეკომენდაციები განათლების სამინისტროსთვის.
დოკუმენტის თანახმად, სამინისტრომ რამდენიმე მიმართულებით უნდა იმუშაოს და მათ შორის, უდნა უზრუნველყოს, რომ მოსწავლეებმა არ მიატოვონ სკოლა,
„განათლების სამინისტრომ, შესაბამის უწყებებთან კოორდინაციით, მოსწავლეთა მიერ სწავლის მიტოვების თავიდან ასაცილებლად განსაზღვროს შესაბამისი ღონისძიებები (მათ შორის, პედაგოგთა ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები) და საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული საკითხი ნორმატიულ დონეზე დაარეგულიროს“, - აღნიშნულია ბრძანებაში, რომელსაც ხელს პარლამენტის თავმჯდომარე აწერს.