სიახლეები
სიახლეები

კვლევა და პროექტები სტატუსის ასამაღლებელ კომპონენტებად რჩება - რა ევალებათ წამყვანობის მსურველებს?
02-11-2022
-
+


სამინისტრომ პედაგოგებს მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასების დოკუმენტის პირველადი ვერსია გაუგზავნა. უწყება მზადყოფნას გამოთქვამს, გაითვალისწინოს მასწავლებელთა რეკომენდაციები და უკუკავშირს 7 ნოემბრამდე ელოდება.

აღნიშნულ დოკუმენტში კვლევა სტატუსის ამაღლებისთვის ერთ-ერთ ძირითად კომპონენტად სახელდება, თუმცა გაუქმდა გარე დაკვირვება, რომელიც აქამდე სტატუსის ცვლილებისთვის აუცილებელი იყო. სიახლის მიხედვით, სულ მასწავლებლები ოთხი მიმართულებით შემოწმდებიან. ესენია:

  1. სასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა;
  2. სკოლის განვითარებაზე ორიენტირებული კვლევებისა და პროექტების განხორციელება;
  3. განათლების სფეროში სიახლეების ძიება, პრაქტიკაში დანერგვა და გაზიარება;
  4. საკუთარ და კოლეგების პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.

სასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა - ამ მიმართულებით წამყვანის კომპეტენცია შემდეგია:

  • შეუძლია მოსწავლეთა მიღწევების დიაგნოსტირების შედეგების სკოლის დონეზე ანალიზი და მათი საგნობრივ კურიკულუმში ასახვა;
  • შეუძლია მოსწავლეთა უნივერსალური და მიზნობრივი საჭიროებების გათვალისწინება დიფერენცირებული სწავლების პრინციპების სკოლის დონეზე რეალიზებაში.

პორტფოლიოში შესატანი დამადასტურებელი დოკუმენტები:

  • მოსწავლეთა პროგრესის ამსახველი მასალა;
  • საგნობრივი კურიკულუმის/მისი რომელიმე ნაწილის განხორციელებისა და განვითარების ამსახველი მასალა (კომპლექსური დავალება, თემატური მატრიცა).
  • გრძელვადიანი სასწავლო მიზნების მისაღწევად შექმნილი სასწავლო რესურსები. რესურსების გამოყენების და გაზიარების დამადასტურებელი მტკიცებულებები.

დოკუმენტში ჩანს, რომ სკოლისა განვითარებაზე ორიენტირებული კვლევებისა და პროექტების განხორციელება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა სტატუსის ამაღლებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამ მიმართულებით წამყვანობის მსურველის კომპეტენცია შემდეგნაირადაა გაწერილი:

  • აქვს მკაფიო ხედვა სკოლის/თემის საგანმანათლებლო საჭიროებებისა და მათი გადაწყვეტის გზების შესახებ;
  • შეუძლია სკოლის საჭიროებების და გამოწვევების საპასუხოდ შეიმუშაოს წინადადებები და რეკომენდაციები მიზნობრივი კვლევების დაგეგმვისა და განხორციელებისთვის;
  • შეუძლია საქმიანი და თანამშრომლობითი კონტაქტების დამყარება, საკუთარი სკოლის ინტერესების წარმოსაჩენად;
  • შეუძლია ისეთი ღონისძიებების, პროექტების დაგეგმვა, რომლებიც ხელს შეუწყობს სკოლის განვითარებას, მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესებას და მათში გამჭოლი უნარებისა და ღირებულებების განვითარებას.

სკოლის განვითარებაზე ორიენტირებული კვლევებისა და პროექტების განხორციელების დამადასტურებელი პორტფოლიოში წარსადგენ მტკიცებულებებად ჩაითვლება:

  • სკოლის თემის საჭიროებებზე ორიენტირებული სასკოლო პროექტის განხორციელების დამადასტურებელი მასალა;
  • პედაგოგიკური პრაქტიკის შესწავლის ამსახველი მასალა; მასზე (პრაქტიკის შესწავლაზე) დაფუძნებით, კურიკულუმის განვითარების მიზნით განხორციელებული აქტივობების დამადასტურებელი მასალა.
  • საუკეთესო პრაქტიკის დასანერგად და მოსწავლეთა შედეგების გასაუმჯობესებლად სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან კომუნიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები.

განათლების სფეროში სიახლეების ძიება, პრაქტიკაში დანერგვა და გაზიარება - წამყვანობისა მსურველებს ასევე მოეთხოვებათ, იცნობდნენ თანამედროვე პროფესიულ ლიტერატურას და საგანმანათლებლო კვლევებს.  არსებულ ცოდნას კი იყენებდნენ საკუთარი და კოლეგების პედაგოგიური პრაქტიკის გასაუმჯობესებლად.

ამ მიმართულებით პორტფოლიოში შესატანი დოკუმენტები:

ზოგადი განათლების სფეროში ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე მიმდინარე საგანმანათლებლო სიახლეებისა და პროფესიული ლიტერატურის  გაცნობისა და ინოვაციების დანერგვის/განხორციელების დამადასტურებელი მასალა.

საკუთარი და კოლეგების პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა - წამყვანის კომპეტენცია შემდეგია:

  • შეუძლია საკუთარი და კოლეგების საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი პროფესიული განვითარების ღონისძიებების დაგეგმვა;
  • შეუძლია კოლეგებისთვის განვითარებაზე ორიენტირებული უკუკავშირის მიწოდება;

ამ მიმართულებით პორტფოლიოში შესატანი დოკუმენტების ნუსხა:

  • სხვა მასწავლებლებთან თანამშრომლობით განხორციელებული პედაგოგიკური პრაქტიკის შესწავლის ამსახველი მასალები;
  • პედაგოგიკური პრაქტიკის შესწავლისა ამსახველი მასალა; მასზე (პრაქტიკის შესწავლაზე) დაფუძნებით, კურიკულუმის განვითარების მიზნით განხორციელებული აქტივობების დამადასტურებელი მასალა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პორტფოლიოს მეშვეობით მასწავლებელი წარმოაჩენს საკუთარ საქმიანობას. შესაბამისად, მან თავად უნდა შეარჩიოს, თუ რა ტიპის მტკიცებულებებს განათავსებს.  მასწავლებელი თავისუფალია საკუთარ არჩევანში. მთავარია, რომ პორტფოლიოში განთავსებული მტკიცებულებები ასახავდეს სასურველი სტატუსის შესაბამისი თითოეული კომპეტენციების ფლობას.  

იხილეთ ასევე: პედაგოგებს პრაქტიკული საქმიანობის დოკუმენტის პირველადი ვერსია დაეგზავნათ - გარე დაკვირვება გაუქმდა


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცნობილია, რომელ მასწავლებლებს მიენიჭებათ პრიორიტეტი

ყველაფერი სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შესახებ - ცნობარი, რეგისტრაციის ინსტრუქცია და სხვა დეტალები

საჯარო სკოლების სია გამოქვეყნდა, რომლებსაც საბიუჯეტო ცვლილებები შეეხო

აუცილებელი პირობაა თითოეული მსურველის მიერ სულ მცირე ორი გამოცდის ჩაბარება

ცნობარში გაეცნობით მნიშვნელოვან ინფორმაციებს

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

ჰერეთისკარის საჯარო სკოლაში ველური ბუნების დაცვის საერთაშორისო დღე ღონისძიებით აღინიშნა

ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაის მესამე კლასში პროექტი „პური ჩვენი არსობისა" ჩატარდა

ზღუდერის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა პირველი სემესტრი ტრადიციული ღონისძიებით დაასრულეს
დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის ეკო-კლუბ „მწვანე მომავლის“ წევრებმა დაწყებითი კლასის მოსწავლეებთან საინფორმაციო სეხვედრა ჩაატარეს

აქტივობა მოსწავლეებისთვის მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

სიახლეები
საზოგადოება