სიახლეები
სიახლეები

რეფლექსია და მტკიცებულებები პედაგოგების პორტფოლიოში
06-11-2022
-
+


განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მასწავლებლის სახლთან ერთად პედაგოგთა სტატუსის ამაღლებისთვის სავალდებულო აქტივობების ნუსხა შეიმუშავა. უწყებამ მასწავლებლებს აღნიშნულის შესახებ დოკუმენტი გაუგზავნა და პედაგოგების უკუკავშირითაც დაინტერესდა.

სკოლებს შეუძლიათ, დოკუმენტის გაცნობის შემდეგ, სამინისტროს რეკომენდაციები გაუგზავნონ, თუ რომელ პუნქტს არ ეთანხმებიან და რას შეცვლიდნენ.

დოკუმენტის თანახმად, პედაგოგის პრაქტიკული საქმიანობა მასწავლებლის სტანდარტით განსაზღვრული, მისანიჭებელი სტატუსის შესაბამისი კომპეტენციების ფლობის დამადასტურებელი მტკიცებულებებისა და განხორციელებული საქმიანობის  რეფლექსიის საფუძველზე შეფასდება. აღნიშნულ მტკიცებულებები და რეფლექსია მასწავლებელმა პორტფოლიოში უნდა ასახოს.

წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის მსურველი ვალდებულია, პორტფოლიოში წარმოადგინოს საკუთარი საქმიანობის რეფლექსია და განხორციელებული აქტივობების მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს   შესაბამისი კომპეტენციების ფლობას შემდეგი ოთხი მიმართულებით:

  • სასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა;
  • სკოლის განვითარებაზე ორიენტირებული კვლევებისა და პროექტების განხორციელება;
  • განათლების სფეროში სიახლეების ძიება, პრაქტიკაში დანერგვა და გაზიარება;
  • საკუთარ და კოლეგების პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.

მასწავლებლის პორტფოლიოში წარმოდგენილი უნდა იყოს თითოეული მიმართულებით საქმიანობის დამადასტურებელი მინიმუმ ერთი მტკიცებულება მაინც. აქვე განმარტებულია, რომ შესაძლებელია ერთი და იგივე მტკიცებულება რამდენიმე კომპეტენციის ფლობას ადასტურებდეს.

პორტფოლიოს მეშვეობით მასწავლებელმა საკუთარი საქმიანობა უნდა წარმოაჩინოს. შესაბამისად, მან თავად უნდა შეარჩიოს, თუ რა ტიპის მტკიცებულებებს განათავსებს. მასწავლებელი თავისუფალია საკუთარ არჩევანში. მთავარია, რომ პორტფოლიოში განთავსებული მტკიცებულებები ასახავდეს სასურველი სტატუსის შესაბამისი თითოეული კომპეტენციების ფლობას.  


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება