სიახლეები
სიახლეები

მინისტრმა პედაგოგები დააჯილდოვა - „ფასდაუდებელია თქვენი წვლილი... მასწავლებლობა პრესტიჟული ხდება“
01-11-2022
-
+


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა 2022 წლის იტალიური ენის საუკეთესო მასწავლებლის დაჯილდოების ცერემონია გახსნა.

მიხეილ ჩხენკელმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, ფინალისტებს მიღწეული წარმატება მიულოცა და მადლობა გადაუხადა მათ საქართველოში იტალიური ენის სწავლების გაძლიერების საქმეში შეტანილი წვლილისთვის.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის იტალიური ენის საუკეთესო მასწავლებლის ტიტული ქალაქ თბილისის 31-ე საჯარო სკოლის პედაგოგმა ნანა ზარდიაშვილმა მოიპოვა. მეორე ადგილი ქალაქ თბილისის 126-ე საჯარო სკოლის მასწავლებელს, ლალი ახვლედიანს, ხოლო მესამე ადგილი თბილისის 112-ე საჯარო სკოლისა და შპს „ლამპრის“ პედაგოგს მარიამ გვასალიას ერგო. კონკურსის ფარგლებში დამსახურებული მასწავლებლის ჯილდო შპს „ვახტანგ ესვანჯიას სახელობის იტალიური სკოლა ცისკრის“ პედაგოგს რუსუდან ყოინაშვილს გადაეცა.

მიხეილ ჩხენკელი: „მინდა, თითოეულ პედაგოგს მოგილოცოთ იტალიური ენის საუკეთესო მასწავლებლის კონკურსის ფინალისტობა  და მთელი გულით გისურვოთ წარმატებები და წინსვლა თქვენს საქმიანობაში!

თქვენ, პედაგოგები ემსახურებით ეროვნული მნიშვნელობის საქმეს – ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის შენებას და ფასდაუდებელია ის წვლილი, რაც განათლებული თაობების აღზრდით შეგაქვთ საქართველოს წინსვლასა და განვითარებაში.

საუკეთესო მასწავლებლის კონკურსი უაღრესად მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომელიც პედაგოგების როლის კიდევ უფრო დაფასებას და მათი შრომის აღიარებას ისახავს მიზნად. მოხარული ვარ, რომ კონკურსის ტრადიციას კვლავ ვაგრძელებთ და დღეს მაქვს პატივი, ფინალისტებს პირადად მივულოცო მიღწეული წარმატება.

ნამდვილად საამაყოა, რომ საქართველოში მასწავლებლობა კიდევ უფრო პოპულარული და პრესტიჟული ხდება. ამას მოწმობს ისიც, რომ ყოველწლიურად მზარდია იმ ახალგაზრდების რიცხვი, რომლებიც მასწავლებლის პროფესიას ირჩევენ.

მსურს, მადლობა გადავუხადო კონკურსის პარტნიორ ორგანიზაციებს – იტალიის საელჩოსა და იტალიური ენის სწავლების კოორდინატორი ორგანიზაციის „მინერვას“ წარმომადგენლებს, რომლებიც ყოველ წელს აქტიურად არიან ჩართულნი იტალიური ენის საუკეთესო მასწავლებლის კონკურსის ორგანიზებაში.

ჩვენ იტალიასთან მრავალწლიანი ნაყოფიერი პარტნიორობა გვაკავშირებს და განათლების ყველა საფეხურზე არაერთ მნიშვნელოვან ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტს ვახორციელებთ. დარწმუნებული ვარ, მომავალში ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის საგანმანათლებლო კავშირების გაძლიერებას.

კიდევ ერთხელ, მინდა, პედაგოგებს გულითადად მოგილოცოთ გამარჯვება, პროფესიული წინსვლა და კეთილდღეობა გისურვოთ!“

ცერემონიის ფარგლებში გამარჯვებულ მასწავლებლებს სპეციალური პრიზები მიხეილ ჩხენკელმა, კონკურსის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, პირადად გადასცა. 

საუკეთესო მასწავლებლის კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებლებს, სულ მცირე სამწლიანი სამუშაო გამოცდილებით.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცვლილებები მასწავლებელთა სქემაში - მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა

თბილისის ბაღების თანამშრომლებს ხელფასი 10 პროცენტით და კიდევ 125 ლარით გაეზრდებათ

400-მდე ახალი ვაკანსია საჯარო და კერძო სკოლებში - რომელი საგნის სპეციალისტებზეა მოთხოვნა

 ავტორიზაციის საბჭო 15 იანვარს ხუთი სკოლის მონიტორინგის შედეგს განიხილავს

რომელ საგნებს უნდა მიეთითოს გაუქმება ან წაშლა და რა თარიღით უნდა ასახოთ საგანი, რომელც II სემესტრიდან ისწავლება

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

 შრომის საჯარო სკოლაში შობა-ახალი წელი იზეიმეს


სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციასა და განწყობაზე დირექცია და პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ნაძვის ხე უნდა ყოფილიყო ნებისმიერი ნარჩენისგან, სადაც ბავშვებს უნდა გამოევლინათ შემოქმედებითი უნარები 

საინტერესო

საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება 

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

სიახლეები
საზოგადოება