სიახლეები
სკოლები

იყალთოს საჯარო სკოლა მედიაწიგნიერების კვირეულს მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებით შეუერთდა 
01-11-2022
-
+


თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოს საჯარო სკოლა მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების გლობალურ კვირეულს აქტიურად შეუერთდა. 

მედიაწიგნიერების კვირეულის (24- 28 ოქტომბერი) ფარგლებში სკოლაში მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობები გაიმართა. 

სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა, ნათია ჯიჯელავამ მერვეკლასელებთან ჩაატარა გაკვეთილი აღნიშნულ თემაზე. მოსწავლეები გაერკვნენ როგორ უნდა გამიჯნონ ყალბი და სანდო ინფორმაცია ერთმანეთისაგან, ასევე გაიგეს რა უარყოფითი გავლენის მოხდენა შეუძლია დეზინფორმაციას.  

III კლასში მედიაწიგნიერების თემაზე ჩატარებული „მე და საზოგადოების“ გაკვეთილი წარიმართა მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და მოტივაციით. დაწყებითი კლასების მასწავლებელმა, ნატალია გიგოლაშვილმა ბავშვებს გამოათქმევინა ვარაუდები მედიაწიგნიერების შესახებ, სლაიდების გამოყენებით მოსწავლეებმა შეიტყვეს ინფორმაციის მიღების რა საშუალებებში არსებობს უძველესი დროიდან დღემდე, იმსჯელეს, თუ რა სიკეთის მოტანა შეუძლია ინტერნეტს. მასწავლებელმა კლასს გააცნო აგრეთვე ის რისკები, რომლებსაც შეიცავს ინტერნეტი არასწორი გამოყენების შემთხვევაში.  

მედიაწიგნიერების კვირეულს მიუძღვნა სადამრიგებლო საათი VII კლასში. დამრიგებელმა, ნინო ჯავახიშვილმა კლასი გაყო სამ ჯგუფად. შეჯიბრისთვის კითხვები წინასწარ იყო მომზადებული, რეგლამენტი - განსაზღვრული.

მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებით დაკომპლექტებულმა სამწევრიანმა ჟიურიმ გამოავლინა გამარჯვებული ჯგუფი. 

სკოლის დირექციის ინიციატივით გამოცხადდა ესეების კონკურსი VII – XII კლასებისათვის შემდეგ თემებზე : 

ინფორმაციის მიღების გზები 21- საუკუნეში: 

რა ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს ყალბი ინფორმაცია : 

რატომ უნდა დავიცვათ თავი ონლაინ სივრცეში. 

„მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად ჩვენი სკოლის მოსწავლეებში გაიზარდა ცნობიერება მედიაწიგნიერების საჭიროებისა და როლის შესახებ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება

სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება