სიახლეები
სკოლები

ჭვინთის საჯარო სკოლაში, მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში, საინტერესო აქტივობები გაიმართა
01-11-2022
-
+


ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვინთის საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.

ისინი მოსწავლეებს სხვადასხვა საინტერესო აქტივობას სთავაზობენ. ამჯერად, სკოლაში მედიაწიგნიერების კვირეული გაიმართა. მასში III-XIIკლასის მოსწავლეები და მასწავლებლები სლოგანით - „არ დაიჯერო ყალბი ამბავი“, ჩაერთნენ. 

კვირეულის ფარგლებში განხორციელდა სხვადასხვა აქტივობა. მათ შორის:

  • საინფორმაციო შეხვედრა მედიაწიგნიერების ცნობიერების ამაღლების კუთხით - მომხსენებელი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მანანა ჩინჩალაძე;
  • განხორციელებული პროექტის: „ისწავლე, რათა ამოიცნო!“ წარდგენა და გამოცდილების გაზიარება - პრეზენტატორი: ანა გოგოლაური;
  • შექმენი რეკლამა - III-V კლასის მოსწავლეების მონაწილეობით .მათ შექმნეს რეკლამები საკუთარი ინტერპრეტაციით, გაყიდეს წარმოსახვითი ნივთი და დაასკვნეს, რომ შესაძლებელია რეკლამა შეიცავდეს ყალბ ინფორმაციას, რათა უფრო მეტი მყიდველი ჰყავდეს წარმოდგენილ პროდუქტს;
  • ,,გახდი ჟურნალისტი";
  • ,,გამოიყენეთ ვიზუალური მასალა";
  • ,,გაშეშებული კადრი".
მოსწავლეები ყველა აქტივობაში დიდი მონდომებითა და ხალისით მონაწილეობდნენ. მედიაწიგნიერების კვირეულში აქტიურად იყვნენ ჩართული პედაგოგები და სკოლის დირექტორი. მათ საინფორმაციო შეხვედრაზე ისაუბრეს მედიაწიგნიერების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე. 

„მოსწავლეებმა გაიაზრეს ,რომ მანამდე, სანამ რაიმე ინფორმაციას მიიღებენ ან გაავრცელებენ დაფიქრდნენ, გადააფასონ, კრიტიკულად გაიაზრონ და მხოლოდ ამის შემდეგ გაავრცელონ საზოგადოებაში, რათა არ შეიყვანონ შეცდომაში ადამიანები.
ვფიქრობთ, რომ სკოლაში მსგავსი ტიპის თემებზე საუბრები და აქტივობების განხორციელება მოსწავლეებს და სასკოლო საზოგადოებას მისცემს საშუალებას კრიტიკულად შეაფასონ მიღებული ინფორმაცია. მადლობა მინდა გადავუხადო დირექციას, კოლეგებს, კომუნიკაციების კომისიას მხარში დგომისთვის და წარმატება მინდა ვუსურვო თითოეულ მათგანს“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

როგორ უნდა დაიბრუნოთ გამოცდისთვის გადახდილი თანხა სრულად - ინსტრუქცია 

იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წაიკითხეს საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით იგავ-არაკები წაიკითხეს და განიხილეს


ხელფასი 6570 ლარია - დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე კონკურსს განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი აცხადებს

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები
მოსწავლეები ქუთაისის ლადო მესხიშვილის დრამატულ თეატრს სტუმრობდნენ

მოზარდებმა ნახეს სცენაზე გაცოცხლებული ნოდარ დუმბაძის ერთ-ერთი შესანიშნავი ნაწარმოები

საინტერესო

უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე

თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი  - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?

სიახლეები
საზოგადოება