სიახლეები
სკოლები

„ნაკვალევი გარემოზე“ - არწივანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კვლევა ჩაატარეს
01-11-2022
-
+


წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ არწივანის საჯარო სკოლაში მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად აქტიურად მუშაობენ.

სკოლის ბიოლოგიის კონსულტანტ მასწავლებელი ნათელა კახაძე მოსწავლეებს გარემოსდაცვითი საკითხებისა და გლობალური გამოწვევების შესახებ ცნობიერებას სხვადასხვა აქტივობების დახმარებით უმაღლებს. აქედან გამომდინარე პედაგოგის ხელმძღვანელობით კვლევა - „ნაკვალევი გარემოზე“ ჩატარდა, რის საფუძველზეც ეკოლოგიური ცნობიერების დონის ამაღლების მიმართულებით შემდგომი სამუშაო ნაბიჯები დაიგეგმა.

„მდგრადი განვითარება მოიცავს ეკონომიკურ, სოციალურ და ეკოლოგიურ ასპექტებს. მიიჩნევა, რომ განვითარება უნდა იყოს ეკონომიკურად ხელსაყრელი, სოციალურად სამართლიანი და გარემოსადმი დამზოგავი.

მდგრადი განვითარების მიზნები 17 მიზნისა და 169 ინდიკატორის ნაკრებია, რომლებზეც თანხმდება გაეროს ყველა წევრი ქვეყანა უკეთესი და უფრო მდგრადი მომავლის მისაღწევად. ეს მიზნები ჩვენ წინაშე არსებულ თანამედროვე გლობალურ გამოწვევებს ეხება: სიღარიბის, უთანასწორობის, კეთილდღეობის, მშვიდობისა და სამართლიანობის საკითხებს, ასევე - კლიმატის ცვლილებასა და გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ.

ეს მიზნები მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს და იმისათვის, რომ არავინ დარჩეს მათ მიღმა, მნიშვნელოვანია, თითოეული მიზანი და ინდიკატორი 2030 წლამდე შესრულდეს.

თითოეული ჩვენგანის პიროვნულ არჩევანს დიდი ძალა აქვს და მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლია ადგილობრივ და გლობალურ გამოწვევებზე მდგრადი განვითარება პასუხობს დღევანდელ მოთხოვნილებებს იმგვარად, რომ მომავალ თაობებს შეუნარჩუნოს მათი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების შესაძლებლობა“, - აღნიშნეს სკოლაში.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება

სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში

ვინ ვერ გამოიყენებს მასწავლებელთა გამოცდაზე მიღებულ შედეგს - შეზღუდვა და განმარტება კანონიდან

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

პიროვნება

გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან

სკოლები

ღონისძიებაზე ბავშვებმა მხატრვულად წაიკითხეს თემატური ლექსები

გიმნაზიის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ დაღუპული გმირების სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღასრულა

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება