სიახლეები
სიახლეები, ეტალონი

„ეტალონში“ მონაწილეობით მოსწავლეე​ბი უფრო მიზანზე ორიენტირებულები ხდებიან“-ჭიათურის, ხაშურის, ლაგოდეხის და ტყიბულის ეტალონი მოსწავლეები ცნობილია
02-11-2022
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მიზანი მოსწავლეებში განათლების ხელშეწყობა, მოტივაციის გაზრდა და წახალისებაა. ტრადიციად ქცეულ სახალხო კონკურსში მოსწავლეები მთელი ქვეყნიდან ერთვებიან.

28 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის“ დისტანციური კონკურსის ფარგლებში 2022 წლის ჭიათურის, ხაშურის, ლაგოდეხის და ტყიბულის „ეტალონი მოსწავლეები“ გამოვლინდნენ. 

➤ „ჭიათურის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი გახდა - ნავარძეთის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე გელა თხელიძე

➤ „ხაშურის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი გახდა - ოსიაურის  საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე ანანო ქართველიშვილი

➤ „ლაგოდეხის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი გახდა - ლაგოდეხის N3 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე ხატია ბიწაძე

➤ „ტყიბულის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი გახდა - ტყიბულის N1 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე საბა ქენქაძე 

შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი და მეორე ეტაპები ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა. 

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციური ფორმატით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.

ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის მონაწილე ყველა მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა. 

გამარჯვებული მოსწავლეები შემდგომში თავის მუნიციპალიტეტებს წარმოადგენენ LIVE ვიდეო-ფორმატის კონკურსში და შეეჯიბრებიან სხვა მუნიციპალიტეტების გამარჯვებულებს. 

კონკურსის შესახებ შთაბეჭდილებებს etaloni.ge-ს „ეტალონი მოსწავლეები“, რესურსცენტრის ხელმძღვანელები, დირექტორები, და პედაგოგები უზიარებენ.


ხათუნა შუშტაკაშვილი, ლაგოდეხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი:

მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს დასრულდა საქართველოს ეროვნული ინტელექ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მეორე ეტაპი, რომელშიც გამარჯვებული 2022 წლის „ლაგოდეხის ეტალონი მოსწავლე“ იაკობ გოგებაშვილის სახელობის ლაგოდეხის N3 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე ხატია ბიწაძე გახდა. ვულოცავ ხატიას გამარჯვებას. წარმატებას ვუსურვებ შემდეგ, ფინალურ ეტაპში, რომელიც გაიმართება მიმდინარე წლის დეკემბრის თვეში. დარწმუნებული ვარ ხატია კიდევ ბევრჯერ ასახელებს, როგორც სკოლას, ასევე მუნიციპალიტეტს.

პროექტი „ეტალონი“ მიმდინარეობს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო განათლების სამინისტროს, პროექტს და მის ორგანიზატორებს. ახალგაზრდებს, მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ მეტი ინფორმაციის მიღების, მოტივაციის გაზრდის, განვითარების. მათი ცოდნა და განათლება ხომ უმნიშვნელოვანესია ქვეყნის განვითარებისათვის.

ხატია ბიწაძე, „ლაგოდეხის ეტალონი მოსწავლე“:

ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ დაწყების შესახებ ინფორმაცია დირექტორმა და დირექციამ მოგვაწოდა მოსწავლეებს. პროექტში ჩავერთე და მინდოდა ფინალში მოვხვდერილიყავი, მაგრამ „ლაგოდეხის ეტალონი მოსწავლის“ სტატუსი მაინც მოულოდნელი იყო ჩემთვის. ძალიან გამიხარდა და ბედნიერი ვიყავი, როდესაც ეს გამარჯვება მოვიპოვე. ეს სტატუსი სიხარულთან ერთად დიდი პასუხისმგებლობაც არის, რადგან ფაქტიურად ფინალში ლაგოდეხი უნდა წარმოვადგინო. „ეტალონში“ მონაწილეობით უფრო მეტად დავაფასე ზოგადი განათლება. ინტელექტ-ჩემპიონატმა მეტი გამოცდილება და თავდაჯერებულობა შემმატა.

თეა მეტრეველი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის ლაგოდეხის N3 საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩემი მოსწავლის წარმატების იმედი მქონდა, რადგან შარშანდელი „ლაგოდეხის ეტალონი მოსწავლის“ სტატუსიც ჩვენი სკოლის წარმომადგენელმა, გაგა კორაშვილმა მოიპოვა. აქედან გამომდინარე, ეს გამარჯვება მოულოდნელი არ ყოფილა. ეს სტატუსი ჩვენი სკოლისთვის ნამდვილად საამაყოა. გარდა იმისა, რომ მოსწავლეებისთვის ეს ძალიან დიდი სტიმულია, ასევე ბავშვებს მეტი თავდაჯერებულობა შესძინა. თითოეული გამარჯვებით, როგორც მოსწავლეს ასევე, პედაგოგსაც ეძლევა სტიმული. ამ წარმატებამ აჩვენა რომ პედაგოგების შრომამ შესაბამისი ნაყოფი გამოიღო. ვფიქრობ, ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მოსწავლეების მონაწილეობა მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ ბავშვებს საკუთარი თავის დამოუკიდებლად გამოცდა შეუძლიათ. დამოუკიდებლად იღებენ პროექტში მონაწილეობის გადაწყვეტილებას და ესეც მათი მხრიდან, თავისთავად დიდი გამბედაობაა. კონკურსში მონაწილეობა ასევე მნიშვნელოვანია საკუთარი შესაძლებლობების შეფასება-განვითარებისთვის და ანალიზისთვის. 

ესმა კიკილაშვილი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის ლაგოდეხის N3 საჯარო სკოლის პედაგოგი:

ხატია იმდენად მიზანმიმართული და კარგი ბავშვია, რომ მის წარმატებას ველოდი. ყველაფერში ძალიან აქტიური და ჭკვიანი მოსწავლეა. ჩვენი მოსწავლის ამ წარმატებით აღფრთოვანებული და ამაყი ვარ. ყოველთვის ძალიან მომწონდა ეს პროექტი და ბავშვებს სულ ვეუბნებოდი, ისე უნდა ისწავლოთ, რომ თქვენც მიიღონ მონაწილეობა ამ კონკურსში და ეს ოცნება ამისრულდა. ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ საშუალებით ბავშვები მიხვდნენ, რომ ინფორმაციული ცოდნა აუცილებელია და თუ ეს არ გაქვს, ძნელია სხვა უნარები განივითარო. 

ზვიად გოგუაძე, ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი:

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ ხაშურის სასკოლო საზოგადოებისთვის ტრადიციასთან დაკავშირებული ერთგვარი სამიზნე ცნებაა. წელსაც, ტრადიციულად დიდი გამოხმაურება მოჰყვა და კონკურსში ჩაერთო რესურსცენტრს დაქვემდებარებული 32 საჯარო და 1 კერძო სკოლის მოსწავლეები. ობიექტური ტესტირების შედეგად მეორე ეტაპზე 77 მოსწავლე გადავიდა და შედეგად, „ხაშურის ეტალონი მოსწავლის“ სტატუსი ოსიაურის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ქართველიშვილმა მოიპოვა. ვულოცავ მარიამს მიღწეულ შედეგს და ვუსურვებ ფინალში გამარჯვებას. ვფიქრობ, „ეტალონის“ კონკურსში მონაწილეობით მოსწავლეე​ბი უფრო მოტივირებულიდა მიზანზე ორიენტირებულები ხდებიან.

აღსანიშნავია, რომ გვყავდა მოსწავლეები, რომლებსაც მიზნად ჰქონდათ დასახული მომდევნო წელს წინა შედეგის გაუმჯობესება; ერთ-ერთმა მათგანმა მიაღწია მიზანს და გახდა 2021 წლის „ხაშურის ეტალონი მოსწავლე“. წარმატებებს ვუსურვებ პროექტს.

ანანო ქართველიშვილი, „ხაშურის ეტალონი მოსწავლე“:

გამარჯვების შესახებ მშობლებმა შემატყობინეს და ვერ აღვწერ იმდენად ბედნიერი ვიყავი. პროექტში წინა წელსაც ვმონაწილეობდი, თუმცა შედეგებზე არ მიფიქრია. წელს უფრო სერიოზულად მოვეკიდე ამ საქმეს. ვფიქრობ ჩემი ეს წარმატება მასწავლებლების და რა თქმა უნდა, ბევრი შრომის შედეგია, რადგან ზოგადად ძალიან რთულია კონკურსებში მონაწილეობა, თუ გარკვეული ცოდნა არ გაქვს... ამ ცოდნის დაგროვება კი ძალიან დიდ შრომას მოითხოვს. სტატუსი - „ხაშურის ეტალონი მოსწავლე“ უფრო თავდაჯერებულს მხდის. ყველას ვურჩევ პროექტში მონაწილეობას. შეიძლება ვერ გადავიდნენ შემდეგ ეტაპზე, მაგრამ საკმაოდ დიდ გამოცდილებას მიიღებენ, რადგან იქ განსაზღვრული დროა და მცირე პერიოდში სისწრაფეს, სხარტ აზროვნებას მოითხოვს. სწორედ ამ უნარებს განივითარებენ, რომ მომავალში მეტი შესაძლებლობები გაუჩნდეთ.

ნელი ხორბალაძე, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩემი მოსწავლის წარმატების მოლოდინი მქონდა, რადგან ძალიან კარგი და მიზანდასახული ბავშვია. ანანოს ამ სტატუსის მოპოვება ძალიან სასიხარულოა და სკოლის სახელია. ვფიქრობ, ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ ძალიან კარგი პროექტია და ბავშვები აქტიურად უნდა ჩაერთონ, რათა საკუთარი თავები, ცოდნა და უნარები განივითარონ. მასში მონაწილეობით ბევრ შეიძენენ, რადგან „ეტალონი“ მრავლის მომცემი პროექტია.


ირინე კორძაია, ტყიბულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი:

ტყიბულის საგანმანათლებლო რესურსცენტრი მუნიციპალიტეტის მასშტაბით კულტურულ და საგანმანათლებლო დანიშნულების აქტივობებს ყოველთვის მხარს უჭერს, განსაკუთრებით კი საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონს“. პროექტი მოსწავლეებში სწავლისადმი მოტივაციას აღძრავს, რათა უფრო მეტად გაიღრმაონ ცოდნა და საკუთარი უნარ-ჩვევები წარმოაჩინონ. წელსაც, სკოლები აქტიურად იყვნენ ჩართულები და ძალიან მიხარია ეს ფაქტი. გამარჯვება წილად ხვდა, საბა ქენქაძეს, რომელსაც კიდევ ერთხელ ვულოცავ და იმედი მაქვს, ფინალშიც ასეთივე წარმატებით იასპარეზებს.

საბა ქენქაძე, „ტყიბულის ეტალონი მოსწავლე“:

„ტყიბულის ეტალონი მოსწავლე“ თუ გახდებოდი სიმართლე, რომ ვთქვა არ ველოდი, მაგრამ მაღალი ქულების მიღების მოლოდინი მქონდა. ჩემთვის ეს სტატუსი დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან ფინალში საკუთარი მუნიციპალიტეტი უნდა წარმოვადგინო, რაც ცოტა რთულია. ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონმა“ მასწავლა, რომ სკოლაში მიღებული ინფორმაცია და მასწავლებლები კიდევ უფრო უნდა დავაფასო. ყველას ვურჩევ პროექტში მონაწილეობას, რადგან საკუთარი თავის შემოწმებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ტესტები პირადად ჩემთვის ძალიან კარგი, საინტერესოდ შედგენილი და გამომცდელი იყო.

ვასილ ქენქაძე, ტყიბულის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

საბას ამ წარმატებას გარკვეულწილად ველოდი, თუმცა კონკურენცია ძალიან დიდი იყო და მისი გამარჯვება ყველას გაგვიხარდა. ვამაყობ და სასიამოვნოა მისი ეს გამარჯვება. სკოლისთვის საბას „ტყიბულის ეტალონი მოსწავლის“ სტატუსი დიდი წარმატების გამოხატულებაა. პროექტში აქტიურად მონაწილეობს და მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო წლებია ჩვენი სკოლის წარმომადგენელი მეოთხედ გახდა „ტყიბულის ეტალონი მოსწავლე“, ამჯერადაც ტრადიცია გაგრძელდა. მინდა აღვნიშნო, რომ „ეტალონი“ ძალიან წარმატებული, ავტორიტეტული პროექტია, რომელიც წლებია გრძელდება. მოსწავლეთა ამ კონკურსში მონაწილეობა მნიშვნელოვანია, რადგან ძირითადად ეფუძნება განათლების დონეს და აჩვენებს, რომ ბავშვის წარმატება გარანტირებულია, თუკი ის მოინდომებს. პროექტის მნიშვნელობა დამატებით იმითაც განისაზღვრება, რომ სულ წარმატებული მოსწავლეები ერთვებიან.

ნათია არაბიძე, ტყიბულის N1 საჯარო სკოლის პედაგოგი:

საბას ამ წარმატებას ველოდი, რადგან ძალიან წარმატებული, შრომისმოყვარე და ბეჯითი ბიჭია. თითოეული ჩვენი მოსწავლის წარმატება ჩვენი სკოლის წარმატება და სახეა. მათი თითოეული გამარჯვებით ვამაყობთ და ვისურვებდით, ბევრი ასეთი მოსწავლე გვყავდეს. ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონთან“ წლებია ვთანამშრომლობთ და ყველა მოსწავლეს პირადად ვურჩევ, რომ აქტიურად ჩაერთონ, რათა საკუთარ თავებში თავდაჯერებულობა ნახონ და შესაძლებლობები გამოსცადონ.


გელა თხელიძე, „ჭიათურის ეტალონი მოსწავლე“:


„ჭიათურის ეტალონი მოსწავლის“ სტატუსის მოპოვებას ნამდვილად არ ველოდი და ძალიან გამიხარდა, მით უფრო, რომ პროექტში პირველად ვმონაწილეობდი. კონკურსში მოყვანილი კითხვები პირადად ჩემთვის საშუალო სირთულის იყო, შინაარსიანი და ძალიან მომეწონა. ვფიქრობ, ჩემი წარმატება სკოლაში მიღებული განათლებისა და იმ შრომის, შედეგია, რომელსაც სწავლაში ვწევ. „ეტალონმა“ პირადად მე უდიდესი გამოცდილება შემძინა, რაც ჩემი მომავლისთვის ვფიქრობ, კარგი იქნება. 

ინგა ასანიძე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავარძეთის საჯარო სკოლის დირექტორი:

საქმე, როდესაც კარგ მოსწავლესთან გაქვს, შესაბამისად მისი წარმატების მოლოდინიც გექნება. ასე მოხდა, გელა თხელიძის შემთხვევაში, თუმცა ის რომ იგი „ჭიათურის ეტალონი მოსწავლე“ გახდებოდა მაინც ცოტა მოულოდნელი იყო. ამ ფაქტით სკოლაში ძალიან გახარებულები ვართ. ეს სტატუსი ჩემთვის და ჩემი სკოლისთვის ძალიან დიდი ღირსებაა. ასევე, უდიდესი მოტივაციაა, რათა სამომავლოდ უფრო მოტივირებულები ვიყოთ. პირადად მე „ეტალონს“ ყოველთვის ვგულშემატკივრობდი და მისი ყველა ღონისძიება მომწონდა. არამხოლოდ ჩემს მოსწავლეებს, ზოგადად ყველას ვურჩევდი პროექტში აქტიურად ჩაერთონ, რადგან მასში მონაწილეობა გონების გავარჯიშებაა და თავად პედაგოგებსაც სხვა კუთხით გვანახებს ბავშვების შესაძლებლობებს. „ეტალონს“ სასწავლო და შემოქმედებითი კუთხით ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.



ასევე იხილეთ:

დიდი სურვილი მაქვს, „ეტალონიდაწყებით კლასებშიც ტარდებოდეს“-  თერჯოლის, ჭიათურის, ხაშურის, ლაგოდეხის და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში I ეტაპი გაიმართა

ეტალონის“ II ეტაპის მონაწილეთა სია - თერჯოლა, ჭიათურა, ხაშური, ლაგოდეხი და ტყიბული

თერჯოლის, ჭიათურის, ხაშურის, ლაგოდეხის და ტყიბულის მუნიციპალიტეტების მოსწავლეთა საყურადღებოდ - თქვენთვისეტალონიგაიმართება

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ელექტრონული ჟურნალში სემესტრული ცვლილებების შეტანის ბოლო ვადა ცნობილია  - ინფორმაცია მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციისთვის

მოსალოდნელია ნალექი, ძლიერი თოვა და ქარბუქი - გაფრთხილება გარემოს ეროვნული სააგენტოსგან

მინისტრის ბრძანებით უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესში ცვლილება შევიდა 

2025 წლიდან ბაღებში პერსონალს ხელფასი თითქმის 20%-ით გაეზრდება

როგორც მე-9 კლასის მოსწავლე, ლუკა გვიყვება, ის და თავისი კლასი, რამდენიმე დღით, ბაკურიანში მიდიან

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ასევე მოსწავლეებმა შეასრულეს ფრანგული სიმღერა კინოფილმიდან „ჩარირამა“ 

კესო, მუსიკალური ფესტივალის - „სხვა საქართველო სად არის“, ლაურეატი გახდა 

მე- 7 კლასის დამრიგებლის ზენფირა ისაევის ხელმძღვანელობით ჩატარდა და მასში მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ 

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კონკურსი საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრმა გამოაცხადა

კვირეული დაუვიწყარი ემოციებითა და შთაბეჭდილებებით აღსავსე იყო 

საინტერესო

როგორც მე-9 კლასის მოსწავლე, ლუკა გვიყვება, ის და თავისი კლასი, რამდენიმე დღით, ბაკურიანში მიდიან

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

სიახლეები
საზოგადოება